გორის სოფელ უფლისხიცესა და ყელქცეულში მინიმოედნები მოეწყობა

397

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხესა და ყელქცეულში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები მოეწყობა. მერიამ შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

უფლისციხეში მოედნის მოწყობისთვის უწყებამ 75 000 ლარი გაითვალისწინა, ხოლო ყელქცეულისთვის 110 000 ლარი.

ტენდერებზე წინადადებების მიღება 10 მაისს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60 კალენდარული დღე ექნება.