ქუთაისში ი. ჭავჭავაძის გამზირის N 46 ა და N 48 შორის და ამავე გამზირის N 48 და N 50 შორის სკვერის მოსაწყობად მერია 115 469 ღირებულების ტენდერს აცხადებს.
წინადადებების მიღება 11-დან 14 მაისი ჩათვლით განხორციელდება.
ქუთაისში ი. ჭავჭავაძის გამზ. N46ა და N48 შორის სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 35894,51 ლარს. ამავე გამზირის N48 და N50 შორის სკვერის მოწყობის ღირებულება კი – 79574,49 ლარს.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 70 კალენდარული დღე.