თბილისის მერია დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად 30 ფოტოხაფანგს შეიძენს. ხაფანგებს მერია მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისთვის ყიდულობს, რისთვისაც 75 ათას ლარის ოდენობის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერიაში On.ge-ს უთხრეს, დიდ მანქანებს გარკვეულ ტერიტორიებზე სამშენებლო ნარჩენები შეაქვთ და გარემოს აბინძურებენ, ხოლო დარღვევის გამოვლენისთვის ფოტოხაფანგების დამონტაჟება გადაწყვიტეს. დამზუსტებელ კითხვაზე კითხვაზე მერიაში აღნიშნეს, რომ ახალი სისტემა ქუჩაში გამვლელების მიმართ გამოყენებული არ იქნება. შესყიდვის ტექნიკურ პარამეტრებში...
სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ. "საქმიან ეზოებში" მოუწევს. აღნიშნულს "ტყითსარგებლობის წესი" ითვალისწინებს, რომელიც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს და ძალაში 2023 წლიდან შევა. როგორც BM.GE-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. სამინისტროს ცნობითვე, ახალი "ტყითსარგებლობის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამაში - „განახლებული რეგიონები“ თვითმმართველობების ჩართულობა უპრეცედენტოა. ახალი შესაძლებლობები ჩნდება, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც. „ძალიან საინტერესო პროცესია, ასეთი ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებები აქამდე მუნიციპალიტეტებს არ მიუღიათ. ეს არ არის მხოლოდ გზის და სკვერის რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე ერთად, გამდიდრებულით უკვე კონკრეტული ფუნქციებით, ისეთი ელემენტების...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, მდინარე მეჯუდასთან  ახლოს, რეკრაციულო ზონაა, რომელსაც მეჯვრისხეველები "შინ მოუსვლელთა პარკს" უწოდებენ. ეს ადგილი წლებია მიტოვებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ამ ადგილას გასულ წელს დასსვენებელი სივრიცის მოწყობა დაანონსდა, შეიქმნა პროექტი და სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. გორის მუნიციპალიტეტის მერიას სკვერი მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99`815 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო გაზონი, განთავსებულიყო 20 ლამპიონი, 11 სკამი, 9 ნაგვის ურნა,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მომსახურების ცენტრის (უფასო სასადილოს) ბენეფიციარებს ტრანსპორტით ემსახურება და მზა საკვები მოქალაქეებისთვის სახლებში მიაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საკვების მიტანა ყოველდღიურ რეჟიმში, დადგენილ დროს, ქალაქისა და სოფლების მასშტაბით ხორციელდება. „მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, ბორჯომის მერიამ გადაწყვიტა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ტრანსპორტით თავად მომსახურებოდა და მათთვის კუთვნილი...
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან როგორც მმართველი გუნდის ლიდერები, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და საბოლოოდ, შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს. შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემა იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საკითხები. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაახლოებით 40-მდე წინადადება ექნებათ, რომელსაც დღეს სამუშაო ჯგუფს...
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალაქ წნორში საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივები 8 მაისს ქალაქში შეიკრიბნენ და ეკონომიკის სამინისტროს 80 ჰექტარი მიწისთვის საძოვრის სტატუსის დაბრუნება და აუქციონის შეჩერება მოსთხოვეს. ”ჩვენ მესაქონლეობით ვართ დაკავებული და თავს ამით ვირჩენთ. საძოვარი თუ არ გვექნება, შიმშილით დავიხოცებით. ვითხოვთ მიწას საძოვრის სტატუსი დაუბრუნონ” – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ. ადგილობრივების თქმით, მათ რამდენჯერმე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართეს. მუნიციპალიტეტის...
26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სახელმწიფო პროექტი - „განახლებული რეგიონები” წარადგინა და ბიუჯეტად 500 მლნ ლარი დაასახელა. პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება მოქმედი და მის ფარლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტისთვის ტენდერები 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერების ღირებულება 160 მილიონი ლარს შეადგენს. გარდა ამისა, როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის...
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს კომპანია “დაგი” ააშენებს. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 29 აპრილს გააფორმა. პროექტის ღირებულება 6 943 995 ლარია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, კონტარაქტორი კომპანია ვალდებულია, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 18 თვის ვადაში განახორციელოს. ცნობისთვის: რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს ტენდერი აქამდე 2-ჯერ გამოცხადდა და ორჯერვე ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ 6 943 995 ლარი საბაგიროს მშენებლობის ძირითადი ხარჯები...
გორის ყოფილი მაჟორიტარის კომპანია "იბოლიას" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის წესით 2 200 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "№11 ზონაში არსებული საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების და ზამთრის შენახვის სამუშაოები, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისას, აღნიშნული ზონის მიმდებარედ, გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ბორჯომის, ხარაგულის, საჩხერის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების...
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტი სრულ შესაბამისობაშია 2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი „ტყის კოდექსით” დადგენილ ტყის მდგრადი მართვის პრინციპებთან. ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ადგენს ტყით მდგრადი მართვისა და სარგებლობის სამართლებრივ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტყეების რესურსებით მდგრად სარგებლობას ტყის ეკოლოგიური ღირებულებებისა და მახასიათებლების გაუმჯობესების, დაცვისა და...
ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში ზუგდიდის ბულვარი განახლდება და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს შეუერთდება. გარდა ამისა, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება. "საინტერესო განხილვა გვქონდა დღეს, ძალიან საინტერესო არეალები და მდებარეობები იქნა წარმოდგენილი. მაგალითად, ზუგდიდის შემთხვევაში ბულვარი განახლდება და მუზეუმი შეუერთდება. ხობის შემთხვევაში ეს არის ახალი პარკი, ფოთის შემთხვევაში ქალაქის ცენტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგამის „განახლებული რეგიონები“ ფარლგებში, წარმოდგენილი პროექტებიდან 7-ზე დღეს ტენდერი გაიხსნება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უახლოესი კვირის განმავლობაში 63-ივე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება. „ჩვენ გასული კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ვიყავით, ჩავატარეთ კომისიის სხდომები. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო იმერეთში, რაჭა -ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთში, გურიასა...
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ...
ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთავრობის გადაწყვეტილება გაახარებს იმ ფერმერებს, რომლთაც მიწები იჯარით აქვთ აღებული და მიწის გამოსყიდვაზე ფიქრობდნენ. იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის...
დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება - პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება, ბევრ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ. „ჩვენ ხვალ გვექნება, მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ