გორის ყოფილი მაჟორიტარის კომპანია “იბოლიას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის წესით 2 200 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“№11 ზონაში არსებული საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების და ზამთრის შენახვის სამუშაოები, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისას, აღნიშნული ზონის მიმდებარედ, გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ბორჯომის, ხარაგულის, საჩხერის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთებასთან დაკავშირებული სამუშაოები” , – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.
გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად უწყებამ გადაუდებელი აუცილებლობა მიუთითა.