გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, მდინარე მეჯუდასთან ახლოს, რეკრაციულო ზონაა, რომელსაც მეჯვრისხეველები “შინ მოუსვლელთა პარკს” უწოდებენ. ეს ადგილი წლებია მიტოვებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამ ადგილას გასულ წელს დასსვენებელი სივრიცის მოწყობა დაანონსდა, შეიქმნა პროექტი და სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიას სკვერი მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99`815 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო გაზონი, განთავსებულიყო 20 ლამპიონი, 11 სკამი, 9 ნაგვის ურნა, სასრიალო, აიწონა-დაიწონა, საქანელა, საქანელა სკამი და დარგულიყო 17 ძირი ტუია.
პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სამედიცინო “შპრიცები” ყრია. “მტირალა დედის” ძეგლთან კი საკვების ნარჩენები და პოლიეთილენის ბოთლები.