თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 13 მაისიდან გაიხსნება და მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზე კი შეზღუდვა რჩება. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და მიმდინარე წლის 13 მაისიდან დედაქალაქში, როგორც მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ. კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებისგან განსხვავებით, შეზღუდვა იხსნება ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელ...
წინა სტატია შემდეგი სტატია გორის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი მოადგილეების თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მოადგილეები მან განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად გორის მერი ყოფილი მოადგილეების მხრიდან გიორგი გახარიას გუნდის მხარდაჭერას ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი საქმის კეთების ნაცვლად გახარიას რეკლამირებას ეწეოდნენ. „მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი ბრძანების საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული თანამდებობიდან. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ გარკვეული პირის რეკლამირებით...
წინა სტატია შემდეგი სტატია ხაშურის მერის მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ზვიად ქურდაძის მოთხოვნის შემდეგ დაწერა. როსებაშვილი ამბობს, რომ ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება და მისთვის არც მიზეზი განუმარტავთ. „პირადად მე დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებაზე. გუშინ დღის ბოლოს მქონდა ზვიად ქურდაძესთან შეხვედრა. ზვიადმა მთხოვა რომ, დამეწერა განცხადება და წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. მე მივხვდი, რომ...
ქედაში, წონიარისი-კანტაური-ტიბეთის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა იწყება. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერ  წინა მოსამზადებელი სამუშაოებია. ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ვიდრე დამხმარე ნაგებობა აშენდება, მანამდე  ადგილობრივები  შემოვლითი გზით სარგებლობენ. ქედაში ხიდი რამდენიმე თვის წინ  ადიდებული  მდინარის გამო ჩაინგრა.
შუახევის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოსახლეობამ შეხვედრებზე ძირითადად გარეგანათების, გზის, წისქვილების და მოსაცდელების მშენებლობა შეარჩია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 51 ღონისძიება.ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება მიმდინარეობს. პროგრამისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტისთვის 628 ათასი ლარია გათვალისწინებული.
video
ქობულეთი რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც შუქნიშანი არ არის, ზებრა გადასასვლელები კი ძირითად შემთხვევაში იმდენად წაშლილია, რომ შემჩნევა შეუძლებელია. ხელმძღვანელობას ტურისტული მიმართულებით ამბიციები დიდი აქვს, ამ დროს კი ქალაქში ნიშნულებიც კი საბჭოთა პერიოდიდანაა შემორჩენილი. საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა მოქალაქეებს  წლებია აწუხებს, თუმცა მერიას მის მოგვარებაზე დღემდე არ უზრუნია. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ქობულეთი. აღმაშენებლის ქუჩა. 15 კილომეტრიანი სავალი ნაწილი და არცერთი...
ბათუმში, ანგისის დასახლებაში წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების ახალი ქსელის მოწყობა დაიწყო. ინფორმაცას ტვ25 ავრცელებს. განახლებული წყალქვეშა კომუნიკაციით 50-მდე აბონენტი ისარგებლებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოები, ჯამში 300 მეტრი სიგრძეზე განხორციელდება.  
მორიგი საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან 493 311 ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ეს თანხა შემდეგნაირად განაწილდა: – მარელისში, ცისკაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 90 ათ. ლარი. – სარგვეშში, ცისკაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 110 ათ. ლარი. – ბორითში გოჭოურის საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 100 ათ. ლარი. – თეთრაწყაროში საუბნო გზებისთვის – 140 ათ. ლარი, – ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში გზის სარეაბილიტაციოდ – 60...
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა. როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა...
ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1 მაისიდან ამოქმედდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, მეცხვარე ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით. მათივე ცნობით, სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციას და შემცირებას უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის ბოლოსთვის იქნება კონკრეტული პაკეტი, თუ რა შემთხვევაში და როგორ მოხდება ვაქცინირებული ადამიანების წახალისება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ვაქცინაციის საბჭოზეც იქნება მსჯელობა. „კარგია, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან მაღალ აქტივობას აცრებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმას, რომ უკვე აცრის სარგებელი ყოველგვარი სტიმულის გარეშე მოსახლეობისთვის უფრო მეტად გასაგებია და...
“ასტრაზენეკასთან” მიმართებაში შესაძლოა, ასაკის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს. “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით როგორც იცით ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის არამარტო ჩვენთან, არამედ სრულიად ევროპის რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა, რაც ჩვენთვის იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ის...
ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის ნიკა მელიას „პოლიტიკური მომენტუმი“ აქვს და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატობის შემთხვევაში, ის პირველ ადგილზე გავა. ამასთან, როგორც უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდისა და საერთო ოპოზიციური კანდიდატის გარდა არჩევნებზე მესამე კადიდატი იქნება არა დღევანდელი ოპოზიციიდან, არამედ გიორგი გახარიას გუნდიდან. „ოპოზიციამ უნდა გავისიგრძეგანოთ, ანეკდოტში რომ არის, ბუღალტერია შემეტენაო - ეს 43% ბუღალტერიასავით შეგვეტენა. იმ 43%-სთვის, რაზე ნაკლებიც „ქართულმა...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო ქონებას კორუფციული გზით განკარგავენ. მისი თქმით, 2013 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში 50 პროექტში ერთი მილიარდი ლარი კორუფციული გზით გაიხარჯა. როგორც ის აღნიშნავს, საუბარია მახინჯაურში მზიურის ტერიტორიის გასხვისებაზე, ქობულეთში მწვანე ქალაქისა და ბათუმში ალიანს ჯგუფზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე. ამასთან, მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილზე გადაცემულ ტერიტორიაზე. რეზო ხარაზი საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნული...
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები, ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. „გარდა ამისა, გვსურს, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც...
მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეების დასრულების შემდეგ, 13 მაისიდან ტრანსპორტი ამუშავდება. "როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან ეს შეზღუდვები მოიხსნება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, - ამის შესახებ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ