ქობულეთი – ტურისტული ქალაქი შუქნიშნების გარეშე

381

ქობულეთი რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც შუქნიშანი არ არის, ზებრა გადასასვლელები კი ძირითად შემთხვევაში იმდენად წაშლილია, რომ შემჩნევა შეუძლებელია. ხელმძღვანელობას ტურისტული მიმართულებით ამბიციები დიდი აქვს, ამ დროს კი ქალაქში ნიშნულებიც კი საბჭოთა პერიოდიდანაა შემორჩენილი. საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა მოქალაქეებს  წლებია აწუხებს, თუმცა მერიას მის მოგვარებაზე დღემდე არ უზრუნია. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ქობულეთი. აღმაშენებლის ქუჩა. 15 კილომეტრიანი სავალი ნაწილი და არცერთი შუქნიშანი.

ისევ ქობულეთი, ოღონდ ამჯერად, რუსთაველის ქუჩა. სავალი ნაწილი ამ შემთხვევაშიც 15 კილომეტრია. იდენტურად აღმაშენებლის ქუჩისა, შუქნიშანს ვერც აქ იპოვით.

ვინაიდან, მოძრაობის მარეგულირებელი არ არსებობს, ჩნდება კითხვა, როდის ან როგორ უნდა გადაკვეთოს ქუჩა მოქალაქემ? ფაქტია, რომ ქობულეთში მცხოვრებლებს ამ მხრივ, არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ.

ასეც არის. ქობულეთი, მართალაც ერთადერთი ქალაქია, სადაც მოძრაობის მარეგულირებლები საერთოდ არ არის. საიმედოდ, არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ რომელიმე ქუჩაზე, პრობლემის აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ეს კიდევ არაფერი. გარდა შუქნიშნების არ არსებობისა, ტურისტულ ქალაქში მოუწესრიგებელია ე.წ „ზებრა“ გადასასვლელებიც. ქვეითთა ბილიკები იმდენად გაუფერულებულია, რომ მის აქ ოდესმე არსებობაში ეჭვი შეგეპარებათ.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ხარვეზები ამით არ სრულდება. ადგილობრივი ხელისუფლება ვერც იმას ამჩნევს, რომ რუსთაველის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერები ოკუპანტი ქვეყნის ენაზეა. სახლების უმრავლესობა კი საერთოდ დამისამართების გარეშეა.

პრობლემათა სიმრავლე არ უკვირთ ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ პასუხისმგებელი ორგანოს 9 წლიან მმართველობას უშედეგოდ აფასებენ. ამბობენ, რომ მერია, მოქალაქეების საჭიროებებს, აცდენილია.

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ ქალაქში შუქნიშნის აუცლებლობაზე საუბარს, შესაბამისი კვლევა სჭირდება.

პრობლემა რომ არის, ამას ქობულეთის მერიაშიც არ უარყოფენ. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, დღეს, იმაში გვარწმუნებდა, რომ საკითხის მოგვარებაზე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა რა ვადაში დაიწყება მარეგულირებლების მოწყობა, პასუხის გაცემა უჭირს.

ზაზა კაიკაციშვილის მტკიცებით, სამუშაოები მიმდინარეობს ქვეითთა გადასასვლელების მოსაწესრიგებლადაც. რაც შეეება საცხოვრებელ სახლებზე ქუჩის აღმნიშვნელი ბანერების არ არსებობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ასე გვპასუხობს:

საკითხზე კომენტარის გაკეთება, ქობულეთის საკრებულოს წევრებსაც ვთხოვეთ. წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობამ კი, მუნიციპალიტეტის მერიისკენ გადაგვამისამართა.