მორიგი საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან 493 311 ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ეს თანხა შემდეგნაირად განაწილდა:
– მარელისში, ცისკაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 90 ათ. ლარი.
– სარგვეშში, ცისკაძეების საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 110 ათ. ლარი.
– ბორითში გოჭოურის საუბნო გზის სარეაბილიტაციოდ – 100 ათ. ლარი.
– თეთრაწყაროში საუბნო გზებისთვის – 140 ათ. ლარი,
– ბაზალეთში, ნანიტაშვილების უბანში გზის სარეაბილიტაციოდ – 60 ათ. ლარი.
აღნიშნული პროექტებისთვის ტენდერები უკვე გამოცხადებულია.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 650 ათასი ლარი გამოეყო. ეს თანხა ზვარესა და გედსამანიაში სასოფლო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამ პროექტების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანადაფინანსების სახით, 193 ათ. ლარი დაემატა.
ფოტოზე: მარელ