გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადო მოზაიკა წერს.
ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, რომ შინდისში, კარალეთსა და შერთულში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტაროს.
შინდისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 180 610 ლარია გათვალისწინებული, კარალეთში - 42 190 ლარი, შერთულში - 148 060 ლარი.
თელავში მოვინახულეთ უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია. ეს გახლავთ თანამედროვე ტიპის გამწმენდი ნაგებობა, სადაც მექანიკურთან ერთად ხდება ბაქტერიოლოგიური წმენდა, საბოლოო ჯამში მდინარეში ჩაედინება აბსოლუტურად გაწმენდილი და უვნებელი წყალი, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თელავში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავში ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა ააშენა....
„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 12 მაისს, დღის ბოლოდან შეძლებენ.
„ასტრაზენეკას“ ჩვენს ქვეყანაში 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებთან იყენებდნენ. გასულ კვირას გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ. სხვა ქვეყნები ჯერ თავს იკავებენ, თუმცა...
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოს უახლოეს სხდომაზე ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე კენჭისყრა გაიმართება.
როგორც დავით გაბაიძემ განაცხადა, ოპოზიცია გაურკვეულობაშია, შევიდეს თუ არა უმაღლეს საბჭოში.
"შემოვლენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, როგორც ხედავთ, ჯერ თვითონაც ჩამოყალიბებული არ არიან. როგორც ჩამოყალიბდებიან, იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა გაბაიძემ.
მიმდინარეობს შეთანხმება „ფაიზერთან“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე და ვფიქრობთ, მაისის ბოლომდე ეს შეთანხმება დასრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მაისის ბოლოს გვეცოდინება, როდის და რა რეჟიმით შემოვა „ფაიზერის“ დამატებითი დოზები.
„ფაიზერთან" ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკება დავიწყეთ რამდენიმე თვის უკან. ახლაც, ამ მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს შეთანხმება დამატებითი დოზების მობილიზებაზე და ვფიქრობთ, მაისის ბოლომდე ეს შეთანხმება დასრულდება და...
ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ქვაფენილს აგებენ, ღობეებსა და ჭიშკრებს კი აწესრიგებენ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგკებში, ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს, ქუჩებზე ასევე ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაციაც განხორციელდება.
"ქვაფენილის დაგება, ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზეც. ასევე, სოფელ ბალიჭში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების სრული ღირებულება 2 398...
არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე მელიას, დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდა, რომ ცრუ რევოლუციური ძალისხმევა ამ ქვეყანას არ სჭირდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ნიკა მელია თუ ის ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი იქნება.
მისი თქმით, შესაძლოა, ის საერთი კანდიდატადაც არ დასახელდეს, რადგან ოპოზიციის ერთობა "ბლეფია".
"არანაირი შანსი არ ექნება დარწმუნებული ვარ და ვერც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი...
კახეთის რეგიონი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მდიდარია ლამაზი ადგილებით, ამდენად, მათი განახლება, კეთილმოწყობა უფრო მიმზიდველს გახდის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის-, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა თელავში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ერთ კვირაზე...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, დღის ბოლოდან „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„სინოფარმის“ მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლოობას „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა...
ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის შესანარჩუნებლად ქობულეთის მერია არაფერს აკეთებს. თითქმის ნახევარ საუკუნოვანი, მეფე აიეტის ქანდაკება ნგრევის პირასაა მისული. მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათის რესტავრირების მოთხოვნით, მერიას, არაერთხელ მიმართეს, თუმცა, რეალობა მაინც უცვლელია. რატომ ვერ გამოყო უწყებამ, წლების განმავლობაში, ისტორიული მემკვიდრეობის რესტავრაციისთვის საჭირო თანხები? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ეს, აიეტის ისტორიული ძეგლია. ის ქობულეთის შემოსასვლელში 1978 წელს დაიდგა. ქანდაკებას გასული სუაკუნის შემდეგ, რომ...
ხულოში მამულაძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. დაბაში არსებული ერთ-ერთი მთავარი ქუჩის კეთილმოწყობა თვითმმართველობამ გასულ წელს დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მიმდინარე წელს დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკის გაგრძელება, გზის ორივე მხარეს საყრდენი კედლის მოწყობა, რომელიც დეკორატიული ქვებით გაფორმდება.
ასევე დაგეგმილია განათებებისა და სკამების მონტაჟის. მერიას 1მილიონ 57 ათას ლარიან პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.
პროგამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ყველა ტენდერი გამოცხადებულია და შერჩეულია სარეაბილიტაციო არეალები, მალე აღმოსავლეთ საქართველოში გადავინაცვლებთ და შესაბამისად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად სამოცდასამივე მუნიციპალიტეტს მოვიცავთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გუშინ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებული ვარიანტებიდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია ისეთი მდებარეობები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური...
არ მგონია, რომ დღეს უნდა ვლაპარაკობდეთ დედაქალაქის მერობის ერთიან კანდიდატსა და ერთიან სიაზე, პირიქით, ეს ის არჩევნებია, სადაც მრავალფეროვნება გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი საკითხი ამ არჩევნებზე არის რეფერენდუმი, რომელზეც შარლ მიშელის დოკუმენტით შევთანხმდით.
„მთელმა ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს და ერთი კამპანია აწარმოოს – ვინც ხმას „ქართულ ოცნებას“ არ აძლევს, მხარს დაუჭერს რიგგარეშე არჩევნებს....
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, აფრიკის დასახლებაში, რაზიკაშვილის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში, ახლით შეიცვალა 2 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტი ასევე მოიცავდა წყალარინების ქსელის განვითარებას - მომხმარებლებისთვის დამატებით მოეწყო 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ახალი ქსელი.
„წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 600 000 ლარზე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, ინფიცირების შემთხვევების 90-100% ბრიტანულ შტამს უკავშირდება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი არ არის, რადგან საქართველო კორონავირუსის პიკში იმყოფება.
„ჩვენ დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რასაც აღვნიშნავდით, რომ აპრილის ბოლოდან მაისის პირველი ორი კვირა, ცოტა მეტი, შესაძლოა, ყოფილიყო ასეთი...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დაპირებით, საკოორდინაციო საბჭო კომენდანტის საათის საკითხს მაისის ბოლოს გადახედავს, მაშინ, როცა "პიკი შემსუბუქდება". მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ღამით გადაადგილების რეგულაციის გადავადება არ განიხილება.
"დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































