ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის შესანარჩუნებლად ქობულეთის მერია არაფერს აკეთებს. თითქმის ნახევარ საუკუნოვანი, მეფე აიეტის ქანდაკება ნგრევის პირასაა მისული. მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათის რესტავრირების მოთხოვნით, მერიას, არაერთხელ მიმართეს, თუმცა, რეალობა მაინც უცვლელია. რატომ ვერ გამოყო უწყებამ, წლების განმავლობაში, ისტორიული მემკვიდრეობის რესტავრაციისთვის საჭირო თანხები? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ეს, აიეტის ისტორიული ძეგლია. ის ქობულეთის შემოსასვლელში 1978 წელს დაიდგა. ქანდაკებას გასული სუაკუნის შემდეგ, რომ რესტავრაცია არ ჩატარებია ეს კადრებიც მოწმობს. რატომ ვერ მოხერხდა ისტორიული მემკვიდრეობის რესტავრაცია, ამ დრომდე ? ავტორი ამბობს, რომ ქობულეთის მერიას რეაბილიტაციის თხოვნით ბევრჯერ მიმართა, თუმცა, შესრულების შედეგი, ამ დრომდე, არ დამდგარა.
შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთის, ერთ-ერთი,სავიზიტო ბართი, რომელიც ტურისტებისთვისაც მიმზიდველია, ხელისუფლებამ მიივიწყა. ამაზე, აქ არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობაც მოწმობს. ძეგლის გადარჩენსთვის, წლებს წინ, საზოგადოების ნაწილი გაერთიანდა, გაადაიღეს კლიპიც, თუმცა, უშედეგოდ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან მიღებული დაპირებები, კვლავ, დაპრებად რჩება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ადგილობრივ უწყებებს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის თანხის გამოყოფა ენანებათ. მერაბ ცინცაბაძე ირწმუნება, რომ ქობულეთის საკრებულოს სხდომებზე არასდროს მოუსმენია მმართველი გუნდის დეპუატტებისგან წინადადება, რომ კულტურული ძეგლების სარესტავრაციოდ თანხები გამოიყოს.
საპირისპიროს ამბობენ მმართველ გუნდში. ქობულეთის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, ძეგლის რესტავრაციაზე აქტიურად მუშაობდნენ. ლია შაქარიშვილი გვარწმუნებს, რომ პროექტის განხორციელება პანდემიის მიზეზით გადაიდო. კითხვაზე, რატომ არ მოხდა სკულპტურის რესტავრაცია პანდემიამდე? „ქართული ოცნების“ წევრები, ისევ და ისევ, 9 წლის წინანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
როდის აღადგენენ ნგრევის პირას მისული ძეგლის იერსახეს? ქობულეთის მერიაში წერილობით გვიპასუხეს. პათოსი, აქაც, იდენტურია. ამბობენ, რომ სამუშაოები პანდემიამ შეაჩერა. მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ქანდაკების რესტავრაციას 100 ათას ლარზე მეტი ესაჭიროება.
როდის მოხდება აიეტის ძეგლის რეაბილიტაცია, წლების შემდეგაც, უცნობია. არადა, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, კულტურულ- ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. ვიდრე ქანდაკების რესტავრაცია დაიგეგმება, შესაძლოა, ცხენთან ერთად, თავად მეფის კონსტრუქციაც ჩამოიშალოს.