გორის სამ სოფელში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

498

გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადო მოზაიკა წერს. 

ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, რომ შინდისში, კარალეთსა და შერთულში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტაროს.

შინდისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 180 610 ლარია გათვალისწინებული, კარალეთში – 42 190 ლარი, შერთულში – 148 060 ლარი.