გაბაიძე: აჭარის უმაღლეს საბჭოს უახლოეს სხდომაზე ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე კენჭისყრა გაიმართება

492

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, უმაღლეს საბჭოს უახლოეს სხდომაზე ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე კენჭისყრა გაიმართება.

როგორც დავით გაბაიძემ განაცხადა, ოპოზიცია გაურკვეულობაშია, შევიდეს თუ არა უმაღლეს საბჭოში.

“შემოვლენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, როგორც ხედავთ, ჯერ თვითონაც ჩამოყალიბებული არ არიან. როგორც ჩამოყალიბდებიან, იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა გაბაიძემ.