„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, აფრიკის დასახლებაში, რაზიკაშვილის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში, ახლით შეიცვალა 2 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტი ასევე მოიცავდა წყალარინების ქსელის განვითარებას – მომხმარებლებისთვის დამატებით მოეწყო 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ახალი ქსელი.
„წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 600 000 ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
რაზიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, 150-ზე მეტ ოჯახს გაუუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.