„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში, რომლმაც სულ 21,5 მილიონი ლარი შეადგინა. „2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო(პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44...
გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანებული ფრესკების ნაწილი შესაძლოა სრულყოფილად ვეღარ აღდგეს,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. “ჩემი ფუნქცია არ არის, რომ 2008-2020 წლებში რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომელიც სრულად წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას… ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის, გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები…...
ხვალ, ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დაფუძნდება. ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება. თუ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს დაზუსტებით ხვალ გახდება ცნობილი. თუმცა, დღესვე გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან, მცხეთის მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძესთან, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, ასევე არქიტექტორ-რესტავრატორებთან და ხიდების კონსტრუქტორებთან, ერთად მცხეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. პომპეუსის ხიდი დაათვალიერა, რომლის შესწავლაც სპეციალისტებმა, სამინისტროს ინიციატივით, დღეს დაიწყეს. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო რამდენიმე წელია მცხეთის მოსახლეობა...
გორის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილეები უკვე შერჩეული ჰყავს. ამ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილია. გორის მერი მათ ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს და ამბობს, რომ საზოგადოებას მათ უახლოეს დღეებში წარუდგენს. "მოადგილეები შერჩეული მყავს, ვინ არიან ჯერ ვერ გეტყვით, უახლოეს დღეებში გეცოდინებათ მათ შესახებ",- ამბობს თავზარაშვილი. ინფორმაციისთვის, მერის ყოფილმა მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები მიმდინარე წლის 11 მაისს დატოვეს და...
უკვე ერთი წელია, რაც მარნული-წითელი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი მარშრუტზე იშვიათად გადის. ამ თემაზე სტატიას მარნეულის რადიო ავრცელებს. „ერთი დღე თუ მუშაობს, ერთი თვე არ დადის,“ - ამბობს მგზავრი, რომელსაც ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ გადაადგილების პრობლემა შეექმნა. მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით სულ ორი მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს, ერთ-ერთის გაფუჭების გამო კი მოსახლეობას პრობლემები ექმნება. კირაჩმუღანლოში მცხოვრები გვიყება, რომ მათი სოფლის გარდა, პრობლემა აქვს კაჩაგანისა...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. ანგარიშს Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "პარტიების მიერ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარი მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, სხვა წლებთან შედარებით, ფინანსური უთანასწორობა შედარებით შემცირდა, რაც 2020 წელს რამდენიმე ფინანსურად ძლიერი ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენამ...
არ მგონია, ოქტომბერში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას, - ამის შესახებ  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ინფორმაციას გურიისმოამბე ავრცელებს. “ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში. შეიძლება, როცა დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს ილუზია იმისა, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული,...
უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება 1 ივნისიდან დაიწყება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარებს განცხადებების შემოტანა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. „აღნიშნული გადაწყვეტილება, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015...
საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ თუ კონრეტულ ადამიანებს სურთ, რომ საკუთარი ძალები სხვაგან სცადონ, რა თქმა უნდა ამის საშუალებას მივცემთ, თუმცა ისინი დაუყოვნებლივ იქნებიან ჩვენი გუნდიდან გარიცხული, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ "ქართული ოცნების" რიგებიდან ბოლო პერიოდში ადამიანების გასვლის ფაქტს რამდენიმე დღიანი აჟიოტაჟი უწოდა. მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" გუნდში არის აბსოლუტური ერთიანობა. "თქვენ ნახეთ, რომ ამ ადამიანების რიცხვი 4-5...
Factcheck-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე გუშინ მათ რეგიონულ ანალიტიკოსს, ნაზი რეხვიაშვილს დაუკავშირდა და დაემუქრა. "ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე Facebook-ზე ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა. საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ ტელეკომპანია 25-ისთვის მიცემული ინტერვიუს სოციალურ ქსელში გაზიარებამ. ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: „მოვა დრო და მიხვდები,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტეის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მოაჯირები 174 მეტრზე მოეწყობა. ათივე ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 220 ლარით ფინანსდება. "მოაჯირების მოწყობის შემდეგ დაგეგმილია სამღებრო სამუშაოები. ბორჯომის მერიის მიზანია ქალაქის იერსახის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა", - ამბობენ მერიაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და სათემო კავშირ ,,ნუკრიანს” შორის, ახალგაზრდულ ცენტრებთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივ ახალგაზრდებს სხვადასხვა საინტერესო იდეის განხორციელების საშუალება მიეცემათ. ამისათვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტი და სათემო კავშირი ,,ნუკრიანი” მხარს დაუჭერს ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას ზემო ბოდბისა და ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრებში. კერძოდ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ წარადგინონ სხვადასხვა პროექტები, რომლის განხორციელებაც საკუთარ სოფელში/ქალაქში სურთ. სათემო კავშირი ,,ნუკრიანი” და სიღნაღის მუნიციპალიტეტი, თანამშრომლობენ...
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი, თუმცა, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შატო მუხრანში გამართული ღონისძიების კომენტირებისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო უწყებებისა და ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ცნობილმა ქართველმა ე.წ. ინფლუენსერებმა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია - ორი დღის წინ საკოორდინაციო...
28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი" წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის...
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის ღირებულების 15-ივე ტენდერი უკვე გაიხსნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თხუთმეტივე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები და შესაბამისად, თხუთმეტივე ტენდერი გადავიდა მომდევნო - პრეტენდენტების შერჩევა-შეფასების ეტაპზე. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, შერჩევა-შეფასების პროცედურები კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდება, რომლის შედეგადაც, გამოვლინდება თითოეულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია. „სახელმწიფო ტენდერები, რომელიც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ