რიჟვაძე: საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ თუ ერთეულ ადამიანებს სურთ ძალები სხვაგან სცადონ ამის საშუალებას მივცემთ

306

საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ თუ კონრეტულ ადამიანებს სურთ, რომ საკუთარი ძალები სხვაგან სცადონ, რა თქმა უნდა ამის საშუალებას მივცემთ, თუმცა ისინი დაუყოვნებლივ იქნებიან ჩვენი გუნდიდან გარიცხული, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ “ქართული ოცნების” რიგებიდან ბოლო პერიოდში ადამიანების გასვლის ფაქტს რამდენიმე დღიანი აჟიოტაჟი უწოდა.

მისივე განცხადებით, “ქართული ოცნების” გუნდში არის აბსოლუტური ერთიანობა.

“თქვენ ნახეთ, რომ ამ ადამიანების რიცხვი 4-5 კაცია, ასე, რომ დიდი პრობლემა არ არის. ეს რამდენიმე დღიანი აჟიოტაჟი გადაივლის. მათ შორის სიმრავლესთან დაკავშირებით მონაცემები კიდევ უფრო დაზუსტდება. წლების განმავლობაში ჩვენი პარტია იყო მმართველი ძალა ამ ქვეყანაში. შესაძლოა ადამიანებს გაუჩნდათ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს გუნდში გვაქვს აბსულუტური ერთიანობა. ჩვენი სიმრავლე და რესურსი არის ულიმიტო.

მე ვფიქრობ ამ გადაწყვეტილებით თადარიგი დაიჭირეს იმ ადამიანებმა ვინც ვერ მოხვდებოდა საკრებულოს შემდგომ შემადგენლობაში, თუმცა ეს ერთეული ადამიანებია ასე, რომ პოლიტიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.