გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანებული ფრესკების ნაწილი შესაძლოა სრულყოფილად ვეღარ აღდგეს,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ჩემი ფუნქცია არ არის, რომ 2008-2020 წლებში რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომელიც სრულად წარუმატებელი, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას…
ჩემი ფუნქცია არის, რომ უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის, გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები… დასანანია, მაგრამ რეალობაა, რომ სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი, მაგრამ იქ, სადაც ზიანი არ არის შეუქცევადი, უნდა ვაწარმოოთ საკონსერვაციო სამუშაოები”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, უხარისხოდ შესრულებული გადახურვის სამუშაოების გამო გელათის სამნასტრო კომპლექსში კვლავ წყალი ჩავიდა და ფრესკების ნაწილი ისევ დააზიანა.