გორის მერი: ახალი მოადგილეები უკვე შევარჩიე

616

გორის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილეები უკვე შერჩეული ჰყავს. ამ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილია.

გორის მერი მათ ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს და ამბობს, რომ საზოგადოებას მათ უახლოეს დღეებში წარუდგენს.

“მოადგილეები შერჩეული მყავს, ვინ არიან ჯერ ვერ გეტყვით, უახლოეს დღეებში გეცოდინებათ მათ შესახებ”,- ამბობს თავზარაშვილი.

ინფორმაციისთვის, მერის ყოფილმა მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები მიმდინარე წლის 11 მაისს დატოვეს და გორი -კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ.