თელავში, დასასვენებელ პარკ ნადიკვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ერთი თვის ვადაში დასრულდება. უწყებაში განმარტავენ, რომ დასასრულს უახლოვდება ფანჩატურების რეკონსტუქციის და გადასახედების მოწყობის სამუშაოები. ასევე, მოეწყობა ტერასები და აღდგენილი იქნება ნადიკვარის პარკის ადრინდელი სახე.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 317 000 ლარია.
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა აპლიკანტისთვის გასული წლისგან განსხვავებით, წელს მხოლოდ სამედიცინო პირბადის გამოყენება იქნება ნებადართული.
ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
„წელს კვლავ პანდემიის პირობებში ვართ და კვლავ მოგვიწევს ყველა რეგულაციის დაცვა, რაც შარშან იყო. ეხებოდა ეს დისტანცირებას, დეზინფექციას, პირბადის ტარებას. მივიღეთ განახლებული ჯანდაცვის რეკომენდაციები, სადაც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არის ცვლილება. ამ ეტაპზე მოთხოვნილია სამედიცინო პირბადე,...
პრემიერ-მინისტრის ინციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს (EBRD, The World Bank, ADB, IMF, EIB, KFW, AFD) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ისეთი ტიპის პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა: კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება,...
რამდენიმე დღეში, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე-მუზეუმი ახალი ნივთებით გამდიდრდება. ნივთებს დირექტორმა სოფიო ცუცუნაშვილმა თბილისში მიაკვლია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საუბარია დავით სარაჯიშვილის მიერ საფრანგეთში შეკვეთით დამზადებულ ჭურჭელზე, რომელიც შემდეგ დას, მარიამ ერისთავს აჩუქა.
ეს ჭურჭელი თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა. ცოტა ხნის წინ, ის ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. ეროვნული მუზეუმი კი, ლამისყანის მუზეუმს გაუგზავნის. ჯამში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეს 800 ლარამდე დაუჯდება.
როგორც...
თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზნებია დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა, სამუშაოს მაძიებლებისთვის დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარება, დამსაქმებლისა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ცენტრი პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები“ საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა.
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიგა...
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერაა ინიცირებული.
რეზოლუცია, რომელსაც ქართული სახელმწიფო 2008 წლიდან წარადგენს, გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და...
ბათუმის ბიზნეს ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭომ მოისმინა სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2020 წლის შესრულების ანგარიში და დაამტკიცა 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა.
საბჭოს სხდომას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები,...
ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დიმიტრი ჭეიშვილი, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ელგუჯა ანდრიაძემ ჩაანაცვლა. მას მხარი საკრებულოს 15-მა წევრმა დაუჭირა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
კენჭისყრაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. ანდრიაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი 2017 წლიდანაა. წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას, დამოუკიდებელი წევრის სტატუსით ახორციელებს. მმართველმა გუნდმა, ლევან ანთაძის ადგილმონაცვლეობის საკითხიც განიხილა. ყოფილი დეპუტატის ადგილი ნაზი ფუტკარაძემ დაიკავა.
თვრამეტ წლიანი ბრძოლის შემდეგ, მოქალაქემ ბათუმის მერიას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, საჯარო რეესტს სასამართლო დავა მოუგო. ამ დროის განმავლობაში ემზარ აბაშიძე მიწის რეგისტრაციას უშედეგოდ ცდილობდა. ცნობისთვის, გონიოში მიწების დაკანონებას ათეულობით მოქალაქე ითხოვს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
თვრამეტი წელი, სამი მოგებული სასამართლო, ბევრი ბრძოლა მიწის დასაკანონებლად და საბოლოოდ აღსრულებული სამართალი. ნაკვეთი ახლა მის საკუთრებას წარმოადგენს. ამბობს, რომ იმედი, ბოლო პერიოდში,აღარ...
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან. ასევე არ ექნებათ ვალდებულება, საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს „პისიარ“ კვლევა ჩაიტარონ. ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შედის ცვლილება და მისი მე-11 მუხლის 41 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ე“...
ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მოქალაქეებისთვის საჭიროებას წარმოადგენს გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა.
„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში.
ეპიდვითარება საქართველოში...
თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს.
ვირტუალური ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული და წყლის სერვისების განვითარების დივიზიის დირექტორმა იონგ იემ გახსნეს.
თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს გაწეული დახმარებისთვის და მერიის ინფრასტრუქტურული და მობილობის პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი...
მასალების თავმოყრით უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ დასკვნაზე მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ივლისში ჩვენ პარლამენტს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას წარვუდგენთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას“, - ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით მუშაობს იმისთვის, რომ სრული სურათი გამოკვეთოს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და რაც...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.
რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. ორივე ქუჩის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში,...
დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.
კეთილმოწყობილი სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
პროექტის ფარგლებში ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენის და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი; ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა როგორც...
პირველ რიგში, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს: რაც კეთდება ამ ქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტური მიმართულება, სატრანსპორტო მიმართულება, ეკოლოგია, გარემოს დაცვითი პროექტები - ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რეაბილიტირებული დედაენის ბაღის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ამაყობს იმით, რომ ახლანდელი თბილისი გაცილებით მწვანე და მოწესრიგებულია, ვიდრე 2017 წელს იყო.
„ჩვენ, რა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































