მოქალაქემ ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგო

563

თვრამეტ წლიანი ბრძოლის შემდეგ, მოქალაქემ ბათუმის მერიას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, საჯარო რეესტს სასამართლო დავა მოუგო. ამ დროის განმავლობაში ემზარ აბაშიძე მიწის რეგისტრაციას უშედეგოდ ცდილობდა. ცნობისთვის, გონიოში მიწების დაკანონებას ათეულობით მოქალაქე ითხოვს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

თვრამეტი წელი, სამი მოგებული სასამართლო, ბევრი ბრძოლა მიწის დასაკანონებლად და საბოლოოდ აღსრულებული სამართალი. ნაკვეთი ახლა მის საკუთრებას წარმოადგენს. ამბობს, რომ იმედი, ბოლო პერიოდში,აღარ ჰქონდა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ტერიტორიები მისია ახლა სამართლებრივადაც დაადასტურა.

განსხვავებით ჩვენი წინა რესპონდენტისგან, მავილე ბერიძემ მიწა, ვერა და ვერ დაიკანონა. 35 წელია, უშედეგოდ იბრიძვის. შიში იმისა, რომ ხელისუფლება ნებისმიერ დროს მიაკითხავს და ტერიტორიიდან გაასახლებს მუდმივად აქვს. იქ, სადაც წლებია ცხოვრობს სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის ჯარიმას უწერენ, მიზეზად კი, უკანანო მშენებლობას უსახელებენ. აღარ იცის ვის მიმართოს, ხელისუფლების მხრიდან დახმარების იმედები კი ნელ-ნელა ეწურება.

ლია ირემაძესაც ანალოგიური პრობლემა აქვს. მიწაზე მოხსნილი ზედდების მიუხედავად, საჯარო რეესტრში ტერიტორიას მაინც არ უფორმებენ. ამბობს, რომ ამ ნაკვეთებს წლებია ამუშავებს და თავს ასე ირჩენს. ეჭვობს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო მიწის დაკანონებას იმ მიზეზით აჭიანურებს, რომ საბოლოოდ ადგილიდან გაასახლონ.

იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მიწები საკუთრებაში დაიბრუნონ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქტიურ დახმარებას უწევს. კონკრეტულად, ემზარ აბაშიძის საქმეზე წლების განმავლობაში ანა ბერძენიშვილი, მუშაობდა. ამბობს, რომ სასამართლომ ერთხმად აღიარა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ბათუმის მერიის უკანონობა და სამართალმა იზეიმა.

მიწების დაკანონების მოთხოვნებით, აქციები, მთავრობის სახლთანაც და გონიოშიც არა ერთხელ გამართულა. 2008 წელს, გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებლებს ნაკვეთები დაუკანონეს, თუმცა, შეთანხმება მალევე გაუქმდა. სამართლებრივი გზით საკუთრების უფლება, რამდენიმე ოჯახმა, აღიდგინა.