თელავში, დასასვენებელ პარკ ნადიკვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
თელავის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ერთი თვის ვადაში დასრულდება. უწყებაში განმარტავენ, რომ დასასრულს უახლოვდება ფანჩატურების რეკონსტუქციის და გადასახედების მოწყობის სამუშაოები. ასევე, მოეწყობა ტერასები და აღდგენილი იქნება ნადიკვარის პარკის ადრინდელი სახე.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 317 000 ლარია.