გლდანის გამგეობა: ავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

431

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. ორივე ქუჩის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 613 502 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები განსხვავებული ტექნოლოგიებით ხორციელდება, მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფუძვლის გაძლიერება რეციკლირების ტექნოლოგიით, რის შემდეგაც მოეწყობა ასფალტის საფარი.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.