არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებას დასკვნას ივლისში წარუდგენს

827

მასალების თავმოყრით უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ დასკვნაზე მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ივლისში ჩვენ პარლამენტს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას წარვუდგენთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას“, – ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით მუშაობს იმისთვის, რომ სრული სურათი გამოკვეთოს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და რაც მთავარია, ეს პროცესი მიმდინარეობს სრული საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით.