კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტი კვლავ გრძელდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილია 17 არეალი, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თბილისის მერის ინფორმაციით, დაზარალებული დაახლოებით 3 100 ოჯახია. „კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ადამიანები ყოველ წელს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდნენ. ჩვენ, როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო. დაახლოებით,...
პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში მოსკოვში გამგზავრების შეფასებისას აცხადებს. როგორც კალაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით და ეკონომიკური განვითარებით. „რთული თემაა. გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომდევნო თვეების განმავლობაში ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისის ყველა რაიონში აანონსებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მერიის მხრიდან მოსახლეობას რადიკალურად განსხვავებული შეთავაზება გაუკეთდება. „ზონალურ საათობრივი პარკირება სიახლეა. სამწუხაროდ, ყველა ქუჩაზე და ყველა უბანში არ ვართ შესულები. რამდენიმე კონკრეტულ არეალშია განხორციელებული საპილოტედ. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს წარმატებული პროექტია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება მაქსიმალურად დანერგილი“,...
დედაქალაქში 2018-2021 წლებში, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოქალაქეთა ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა. „2017 წელს, როდესაც საარჩევნო...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 22 ივნისის 00:00სთ-დან 24 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 24 ივნისის 00:00სთ-დან 26 ივნისის 00:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მათი ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის...
ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის ნაწილის კვლევა, რომელიც იღებს სოციალური დახმარებას. კვლევით დადგინდა, რომ ამ მოქალაქეების 47% რომლებიც დახმარებას იღებენ შრომისუნარიანები არიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა. „ეს ადამიანები არიან იმ ასაკში, როცა მათ შეუძლიათ შექმნან ყველაზე მეტი დოვლათი საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე „სოციალური კოდექსის“ შექმნა არ გულისხმობს მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის...
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. აჭარის უმაღლესი საბჭო ინფორმაციით, რიგგარეშე სესიას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. საბიუჯეტო კანონის პროექტი კი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, შემოსულობების ნაწილში რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში 414 მილიონ ლარს აჭარბებს. „კანონის პროექტის თანახმად, ყველა მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი გრძელდება, ამასთან,...
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და სრულყოფილად განახლდა ყველა იმ სპორტული სექციის აქტივობა, რომელიც გასულ წელს პანდემიის, ხოლო შემდეგ აღნიშნული სამუშაოების მიზეზით, შეჩერებული იყო. გორის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტანვარჯიშის დარბაზის სახურავს. ოთხ დარბაზში, ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი. ყველა დარბაზში მოწესრიგდა სველი წერტილები, გასახდელები და მწვრთნელების ოთახები. პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს. „შოთა ჩოჩიშვილის სახელობის...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა. „რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ, დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
IDFI-მ 2020 წელს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა შეისწავლა და აღნიშნავენ, რომ 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯია გაწეული. როგორც კვლევაში აღნიშნავენ, სარეზერვო ფონდის მინიმალური ათვისება, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის პირობებში. მათივე ცნობით, სარეზერვო ფონდების განკარგვის გამჭვირვალე პროცესს, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების...
წინა სტატია ქობულეთის მცხოვრებლები, რომლებიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სოფელ ბობოყვათში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ინვესტორს არ შეუშვებენ და შიმშილობას დაიწყებენ. მათივე თქმით, ადგილზე კარვებსაც გაშლიან. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გასაყიდი ნაკვეთები მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა. აუქციონის შეჩერების მოთხოვნით დღეს ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოში მივიდნენ და მიმდინარე სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან მოითხოვეს პასუხები. სხდომა...
ქარელში, ყაზბეგის ქუჩის, სურამის ქუჩებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების – ურბნისისა და ქვენატკოცის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში დაიგო 8 კმ.-მდე გზა, მოეწყო ცხაურები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა...
video
ადიგენში, სოფელ არზნემდე მისასვლელი გზის მოასფალტების მოთხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ’’ თვითმმართველობას მიმართა. ორგნიზაციის ინფორმაციით, 18 კომლიან მაღალმთიან სოფელში, უგზოობის გამო ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაქანა ვერ მიდის. არზნეში არ არის ამბულატორია, საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა, მაღაზია, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ინფორმაციას toktv.ge ავრცელებს. "ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება: იმის გამო, რომ სასწრაფომ სოფლამდე ვერ მოაღწია, ავადმყოფი ფლატემდე ციგით ჩამოვიყვანეთო," — ამბობს...
ქუთაისში, წერეთლის ქუჩის კიდევ ერთი ნაწილი, ბალახვნის ცენტრიდან მანდარიას ქუჩის კვეთამდე (მე-12 საჯარო სკოლა)  20 ივნისიდან 30 ივნისამდე დაიკეტება – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელება. შეზღუდვის  მიზეზი წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. მოძრაობა შეეზღუდებათ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის M2 კატეგორის #1 მარჯვენა ,#1 მარცხენა , #23, # 28 და # 15 მიკროავტობუსებს და M3 კატეგორიის #1 მარცხენა და #1...
video
უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის სოფელ სახალვაშოში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ გზის კეთილმოწყობა 10 დღის წინ დაასრულა, თუმცა, სავალი ნაწილი, მალევე  ჩამოიშალა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. რაში გადაუხადა ფული სახელმწიფომ კერძო კომპანიას? ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. თავის მართლების პოზიციაში აღმოჩნდნენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ეს გვირგვინი, სოფელ სახალვაშოს მოსახლეობამ, ახლად მოწყობილ, უხარისხო, გზის სარეაბილიტაციო...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, სკოლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 260 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ