ქუთაისში, წერეთლის ქუჩის კიდევ ერთი მონაკვეთი დაიკეტება

428

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის კიდევ ერთი ნაწილი, ბალახვნის ცენტრიდან მანდარიას ქუჩის კვეთამდე (მე-12 საჯარო სკოლა)  20 ივნისიდან 30 ივნისამდე დაიკეტება – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელება.

შეზღუდვის  მიზეზი წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.

მოძრაობა შეეზღუდებათ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის M2 კატეგორის #1 მარჯვენა ,#1 მარცხენა , #23, # 28 და # 15 მიკროავტობუსებს და M3 კატეგორიის #1 მარცხენა და #1 მარჯვენა მუნიციპალურ ავტობუსებს.

მოსახლეობის შეუფერხებელი სატრანსპორტო მომსახურებისთვის, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ აღმაშენებლის გამზირზე (100 საფეხურიანი კიბეების მიმართულებით) და ლუკა ასათიანის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან მანდარიას ქუჩას.

შეგახსენებთ, წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო.