გამყრელიძე: რთულია, ზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ

435

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა.

„რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ, დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.