გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, სკოლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 260 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.