ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო პირველ რიგში ბატონ მინისტრს, ვინაიდან მისთვის ეს არის პირველი...
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდას, "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლები აკონტროლებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
პირველ ეტაპზე ავტობუსებში კომპანიის მხოლოდ ხუთი წარმომადგენელია, რომლებიც სხვადასხვა ხაზზე არიან გადანაწილებული. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კონტროლიორების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება და ყველა ავტობუსში იქნება წარმომადგენელი, რომელიც მგზავრებს თანხის გადახდის შემდეგ სამგზავრო ბილეთს გადასცემს.
პარალელურად, მუშაობს საბარათე სისტემა და მგზავრები თანხას სპეციალურად დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით იხდიან.
ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე...
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბინადარი ცხოველების – ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ასპინძის ტერიტორიაზე, მათ შორის, პარკსა და სკვერში, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ცხოველის გასეირნება აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
50 ლარით დაჯარიმდება მეპატრონე, თუ მისი შინაური ცხოველი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პარკში ან სკვერში მწვანე ნარგავებს დააზიანებს.
თუ ცხოველი საზოგადოებრივი სივრცეს ექსკრემენტებით დააბინძურებს, მეპატრონე ვალდებულია...
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქურდიანის ქუჩის N2-ში მდებარე დაზიანებული სივრცის კეთილმოწყობაა.
ტერიტორია 700 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. თავდაპირველად, კონტრაქტორმა კომპანიამ სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განახორციელა, ტერიტორია შემოსაზღვრა უსაფრთხოების მოაჯირებით და გაკეთდა დეკორატიული ბილიკები.
სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, პატარებისთვის გაკეთდა სათამაშო ზონა. სპეციალურად...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ საშტატო ერთეულზე ღია კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პირველი პოზიცია, ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების განყოფილების ხელმძღვანელს ეხება, მეორე კი სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტს.
დეტალური ინფორმაცია შგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები https://www.hr.gov.ge/ - ზე 26 ივნისამდე უნდა ატვირთონ.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 000- ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. მათი ცნობით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აღნიშნავენ, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა და თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა.
„პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის...
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლოებას აწუხებს არის სახელმწიფო ქონება, რომლიც რიგ რეგიონებშია გაფანტული, მათ არ აქვთ არანაირი დატვირთვა", - განაცხადა გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დეპუტატმა სხდომაზე ორი ინიციატივა გააჟღერა, რომლიდანაც ერთი ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებას, მეორე კი უფუნქციოდ დარჩენილ სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებას ეხებოდა.
ხოჯევანიშვილის ინიციატივით, რეგიონებში უსახურ და...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სამ სოფელში, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობას 447 666 ლარად გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სპორტული მოედნების მოსაწყობად სოფელ სიონის, საეიდგოჯალოსა და იმირის საჯარო სკოლისთვის სამი ტენდრი გამაცხადა. თითოეული პროექტის ღირებულება 149 222 ლარია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 29 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარკვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარულ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული საბავშვო ბაღი, სხვა ახალ ბაგა-ბაღებთან ერთად, მაღალი სტანდარტებით მშენებლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებისას, ხარისხი უპირველესია.
„თქვენ თვითონ ნახეთ დღეს ის სტანდარტები, რაზეც ვსაუბრობ და...
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა 22 ივნისს პარლამენტში ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გიორგი ხოჯევანიშვილის აზრით, საჭიროა მუნიციპალიტეტები ამ პროგრამისთვის გარკვეული ოდენობის თანხას ითვალისწინებდნენ და მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ ბიუჯეტის დაგეგმვას მათი საჭიროებების გათვალისწინებით თავადვე გადაწყვიტონ რა მიმართულებით დაიხარჯოს მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი ფინანსები.
"აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში უნდა მოხდეს რეალური თვითმმართველობის მიღება. უნდა მოხდეს კონკრეტული...
გორის მერის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ, თამაზ შიოშვილი იქნება. რადიო "მოზაიკასთან" აღნიშნული ინფორმაცია, კონსტანტინე თავზარაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა.
თამაზ შიოშვილი 10 დღის წინ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად დანიშნა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურ ოფისში მისი კანდიდატურა მერის მოადგილის პოზიციაზეც განიხილება.
კითხვაზე გაუწია თუ არა რეკომენდაცია ახალმა გუბერნატორმა თამაზ შიოშვილის, გორის მერი უარყოფს და განმარტავს, რომ ახალი მოადგილეების ვინაობას მალე დაასახელებს.
"გითხარით, რომ მოადგილეებზე გავაკეთებ...
ვაგრძელებთ შევხედრებს ჩვენი საარჩევნო პროგრამის განხილვის ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ინკლუზიურ პროცესს, დღეს შეხვედრა სტარტაპერებთან გვქონდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სტარტაპ ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარება მათი საარჩევნო პროგრამის ცენტრალური საკითხია.
“ჩვენ ვაგრძელებთ შევხედრებს ჩვენი საარჩევნო პროგრამის განხილვის ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ინკლუზიურ პროცესს და დღეს გვქონდა შეხვედრა სტარტაპერებთან. მოგეხსენებათ, რომ სტარტაპ ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარება...
ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
"ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, მთელი...
ქუთაისურ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ისევ კახა ჩხეტიანი გაწვრთვნის.
კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. განცხადებაში წერია, რომ ჩხეტიანმა კლუბთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.
ცვლილებებია ინვესტორთან დაკავშირებითაც, თუმცა, ამაზე კლუბიც, ქუთაისის მერიაც და ეკონომიკის სამინისტროც დუმს. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით კი იტალიელმა ინვესტორებმა "ტორპედო" უკვე...
ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეს, 09:00 სთ-დან რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტომობილები კედიას ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ: რუსთაველის ქუჩა - გამსახურდიას გამზირი, თაბუკაშვილის ქუჩაზე-კოსტავას ქუჩა-კიტიას ქუჩა და ცალმხრივად ვახტანგ VI ქუჩის გავლით კედიას ქუჩაზე.
მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოქალაქეებს.
მეოთხე თვეა ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც "ლაივპრესს" ზუგდიდის...
22 ივნისს ზუგდიდში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისულმა, 2020 წელს ავტოასაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული სუს-ის რეგიონალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ენმ-ის წევრის ირაკლი გაწერელიას ცოლმა ფატი შენგელიამ ენმ-ის ერთ-ერთ ადგილობრივ ლიდერს თემურ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
თემურ ბასილაიას უფლებამოსილებას დღეს დეპუტატებმა კენჭი უყარეს. მან ანი წითლიძე შეცვალა საკრებულოში, ვინაიდან იგი პარლამენტარი გახდა.
ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი გაწერელიას მეუღლის ფატი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































