ბექა ლილუაშვილი: სტარტაპ ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარება – ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი

488

ვაგრძელებთ შევხედრებს ჩვენი საარჩევნო პროგრამის განხილვის ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ინკლუზიურ პროცესს, დღეს შეხვედრა სტარტაპერებთან გვქონდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სტარტაპ ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარება მათი საარჩევნო პროგრამის ცენტრალური საკითხია.

“ჩვენ ვაგრძელებთ შევხედრებს ჩვენი საარჩევნო პროგრამის განხილვის ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ინკლუზიურ პროცესს და დღეს გვქონდა შეხვედრა სტარტაპერებთან. მოგეხსენებათ, რომ სტარტაპ ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარება – ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი და ზოგადად ამ ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა. ეს ნიშნავს ახალ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს ბიზნესს საქართველოში, რომელიც შემოიტანს ახალ “ნოუჰაუს” ახალი პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოების მიმართულებით, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და იქნება დამატებითი შემოსავლის წყარო.

ჩვენ, რა თქმა უნდა პროგრამაში მოცემულ საკითხებს შევეხეთ, მოვისმინეთ სხვადასხვა რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია, რომ თავად სტარტაპერები იყვენ ჩართული პროგრამის შემუშავების პროცესში, იმისთვის, რომ პროგრამის მიერ მოტანილი შედეგები პირდაპირ იყოს მათთვის მომგებიანი და დაემხაროს მათ თავიანთი ბიზნესსაქმიანობის სწრაფად განვითარებაში, იმისთვის, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების საფუძვლები”, – განაცხადა ლილუაშვილმა.