გორის მერის ერთ-ერთი მოადგილე სავარაუდოდ, თამაზ შიოშვილი იქნება. რადიო “მოზაიკასთან” აღნიშნული ინფორმაცია, კონსტანტინე თავზარაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა.
თამაზ შიოშვილი 10 დღის წინ “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დანიშნა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურ ოფისში მისი კანდიდატურა მერის მოადგილის პოზიციაზეც განიხილება.
კითხვაზე გაუწია თუ არა რეკომენდაცია ახალმა გუბერნატორმა თამაზ შიოშვილის, გორის მერი უარყოფს და განმარტავს, რომ ახალი მოადგილეების ვინაობას მალე დაასახელებს.
“გითხარით, რომ მოადგილეებზე გავაკეთებ უახლოეს პერიოდში განცხადებას. თუ მე არ ვიტყვი, მანამდე ვერავინ, ვერავის დანიშნავს და ვერაფერს იტყვის. ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია”, – აღნიშნა გორის მერმა.
თამაზ შიოშვილთან ერთად რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით მეორე მოადგილის პოზიციაზე ნიკა ღვინიაშვილის კანდიდატურა განიხილება. გორის მერი ამბობს, რომ არ იცის ვინ არის ეს პიროვნება და მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც უარყო.
როგორც რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, მოადგილეების საკითხი “ოცნების” ცენტრალური ოფისში განიხილება და მერი დადასტურებას კონკრეტულ პირებზე სწორედ, იქიდან ელოდება.