აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოხსენებით გამოვიდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოსვლაში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე, დეპარტამენტის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თინათინ ზოიძემ, დეპარტამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშიც წარმოადგინა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისევ აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას,...
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დაათვალიერა.
,,კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა დედაქალაქს ილიკო სუხიშვილის სახელობის სკვერის სახით, რომელიც დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ეს სკვერი პრაქტიკულად, განადგურებული იყო, არ იყო შემორჩენილი მწვანე ნარგავებიც. ახლა კი ეს კეთილმოწყობილი...
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა და სოციალური რისკების შესამცირებლად.
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა - 100000 ქულის ნაცვლად 120000...
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში.
"რაც შეეხება ტურიზმს. აქ, მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენი...
jam-news.net
ავტორი: ნინო ნარიმანიშვილი
ფოტო/ვიდეო: დავით ფიფია
დასავლეთ საქართველოში, ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან, მდებარე პატარა სოფელს, ანაკლიას, აქვს ყველაფერი განვითარებისა და კარგი ცხოვრებისთვის – ზღვა, კლიმატი, თევზი, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. მიუხედავად ამისა, ხალხი აქ ტოტალური უმუშევრობასა და სიღარიბეში ცხოვრობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ცენტრის პოლიტიკის მსხვერპლნი არიან და უკვე წლებია გრანდიოზული დაპირებების და მერე ამ დაპირებების არშესრულების რეჟიმში ცხოვრობენ.
ანაკლიის ახალი სიცოცხლე 2010 წელს დაიწყო,...
ორდღიანი განხილვისა და ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო.
საარჩევნო საკანონმდებლო ინიციატივა, მეორე მოსმენით 95-ხმით, ერთხმად გავიდა. პროექტს “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა საპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირა, თუმცა კენჭისყრის დაწყების წინ კიდევ ერთხელ გამოხატეს, რომ პროექტში ასახულ რიგ მუხლებს არ იზიარებენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვა 24 ივნისს დაიწყო.
პროექტში აისახა...
ბათუმში ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ბათუმის 14 უბანში სკვერებისა და პარკის გაშენების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს სატაურით - "მწვანე უბნები ბათუმს". პეტიცია 22 ივნისს დარეგისტრირდა.
"პეტიციის მიზანია ბათუმის 14-ვე უბანში არსებობდეს თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო. სივრცეები, რომელიც პეტიციითაა წარდგენილი მოძიებულ იქნა 2020 წელს განხორციელებული სამოქალაქო მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მონიტორინგის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ქალაქ ბათუმის 14-ვე უბნიდან გამოავლინეს ის გამწვანებული ტერიტორიები, რომლებიც...
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი იქნება. აღნიშნულ ინიციატივას არ ეთანხმება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, რის თაობაზეც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, ინიციატივა, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაისვა, მეორე მოსმენით განსახილველი საკითხი არ არის.
“აქამდე აღნიშნული საკითხი არც ერთ სტადიაზე არ განხილულა. ჰგავს იმას, რომ ვიღაცას მოუნდა და კულუარული გადაწყვეტილება...
პარლამენტის წევრისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება. რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით - 115 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
მიღებული კანონის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 - არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.
რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება...
პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 8 წევრიდან 14-მდე იზრდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ პარლამენტიდან აცნობეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საბჭოს წევრთა გაზრდის აუცილებლობა პარლამენტში ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ფრაქციებმა განაპირობა.
„დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში უკვე 7 პოლიტიკური სუბიექტი გვყავს. გამომდინარე აქედან წინადადება არის წარმოდგენილი ეთიკის საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს 14-მდე, რათა უმრავლესობას და ოპოზიციას საბჭოში თანაბარი წარმომადგენლობა ჰყავდეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის...
თუ ოპოზიცია მოიქცევა ძალიან ჭკვიანურად, აწარმოებს გამარჯვების კამპანიას, „ქართულ ოცნებას" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არავითარი შანსი არ ექნება და იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნებზე შანსი არ აქვს.
„კვლევები გვაჩვენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - „ქართული ოცნება" ვერც კი უახლოვდება 40%-იან ზღვარს, არათუ...
„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მისი პარტია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
როგორ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შესატან გარკვეულ ცვლილებებს არ ეთანხმებიან, მიღწეული კონსენსუსის გამო ცვლილებებს შეუერთდებიან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს. ეს ერთ-ერთი პუნქტია, რომელმაც არჩევნებისადმი უნდობლობა უნდა დაასრულოს.
მიუხედავად იმისა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილები შევიდა, რომელსაც მაინცდამაინც არ ვეთანხმებით და არც ბედნიერები ვართ ამის გამო,...
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 205 მილიონამდე ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა.
აღნიშნულ ბიუჯეტს საკრებულოს ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ დაუჭირა მხარი. მათი განცხადებით, ბათუმის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ იზრდება და თანხებს ხმების მოსაპოვებლად იყენებენ.
თავის მხრივ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტი ინფრსტრუქტურულ პროექტებს, რეკრეაციულ ზონებს, ბაღების მშენებლობას და ასევე ავტობუსების შეძენას მოხმარდება.
არჩილ...
საზოგადოება "სტალინელის” თავმჯდომარეს გრიშა ონიანი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მერობისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს.
"ვაპირებ გორის მერობის კანდიდატობას. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც უნდა გადმოვასვენო აქ და იქ ვისაც უნდა ჩაწვეს და ჩაძვრეს. აქვე წამოვა საქართველოს გამაერთიანებლის, დიდი დავით აღმაშენებლის ნეშთი და დაიმარხება გორის ციხეზე" - ამბობს ონიანი.
როგორც...
წლის ბოლომდე „ფაიზერის“ 1 მლნ დოზა ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.
„ფაიზერთან“ არსებობს კონტრაქტი. მესამე კვარტალში 1 მლნ დოზა „ფაიზერი“ უნდა შემოვიდეს, ნაწილ-ნაწილ. სულ წლის ბოლომდე შემოვა 1 მლნ დოზა. სახელმწიფომ კონტრაქტი უკვე გააფორმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. “ფაიზერის” გარდა, ივლისში საქართველო “სინოვაკის”, “სინოფარმის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს ელოდება.
განზრახვა არის, რომ გაურთულონ ოპოზიციას და საზოგადოებას მომზადება არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 2 ოქტომბერს დანიშვნას.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ გზით „ქართული ოცნება” ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები დრო იყოს არჩევნებამდე, რათა ამ მოსახლეობის ბრაზმა არჩევნებზე გამოხატულება არ ჰპოვოს.
„ყველასთვის ნათელია, რომ ჯანდაცვის სფეროში უმძიმესი ვითარებაა, სიკვდილიანობა იზრდება, ეკონომიკა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































