დეკანოიძე: თუ ოპოზიცია მოიქცევა ჭკვიანურად, „ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე შანსი არ ექნება

221

თუ ოპოზიცია მოიქცევა ძალიან ჭკვიანურად, აწარმოებს გამარჯვების კამპანიას, „ქართულ ოცნებას” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არავითარი შანსი არ ექნება და იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას” ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნებზე შანსი არ აქვს.

„კვლევები გვაჩვენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – „ქართული ოცნება” ვერც კი უახლოვდება 40%-იან ზღვარს, არათუ 43%-ს. პრაქტიკულად მას აქვს დაკლებული 11%, 43%-ის ზღვარზე. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას” არავითარი შანსი არ აქვს, რომ 40%-იანი ზღვარი გადალახოს. თუ ოპოზიცია მოიქცევა ძალიან ჭკვიანურად, აწარმოებს გამარჯვების კამპანიას, „ქართულ ოცნებას” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არავითარი შანსი არ ექნება და იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები”,- განაცხადა დეკანოიძე,.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, დეკანოიძის თქმით, გახარიას „ქართული ოცნების” ხმები მიაქვს.

„იცით, რომ ოპოზიციურ ველზე ვერ შემოვა. ყველა წართმეული ხმა არის „ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი. მე ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ გახარია და მისი გუნდი ოპოზიციას წარმოადგენენ. ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ეს ფრთა უზრუნველყოფს იმასაც, რომ „ქართული ოცნებიდან” ხმები წაიღოს”,- განაცხადა დეკანოიძემ.