პარლამენტის წევრისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება

309

პარლამენტის წევრისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება. რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით – 115 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

მიღებული კანონის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 – არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“.