სოფელ გურჯაანში, ჭანდარსა და ძირკოკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 60 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სახალხო კრებების მეშვეობით, მოსახლეობამ სოფელ გურჯაანსა და ძირკოკში სკვერის მოწყობა მოითხოვა, ჭანდარში კი ამბულატორიის შენობაში სველი წერტილების გაკეთება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო სამუშაოების შედგენა უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე კომპანიებს ხელშეკრულებები უფორმდებათ. სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად დაიწყება.
წინა სტატია
ბორჯომში, სოფელ სადგერში ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1“–ის რეაბილიტაცია შეჩერდა. „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ეს დროებითია და მუშაობას ისევ გააგრძელებენ, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ძაბვის გაზრდას არ გეგმავს და მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა. ამის შესახებ სახმრეთის კარიბწე წერს.
მოსახლეობას კომპანიის დაპირების არ სჯერა და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ადგილობრივებმა უკვე მიმართეს „სიაიას“, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციას, ენერგოომბუდსმენს და სემეკს.
სამუშაოები კომპანიამ მოსახლეობასთან შეთანხმებით დროებით შეაჩერა, თუმცა, მუშაობის გაგრძელებას ისევ აპირებს.
„დროებით...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. მისივე თქმით, მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას.
გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ფონზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკები სერიოზულია, რის გამოც აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოზე წევრებს გააცნეს რეკომენდაცია, რომ ზაფხულის პერიოდში კონფერენციებზე, შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან.
„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის...
თურნავა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩვენი ერთ-ერთო საკვანძო დარგია. ამ სფეროში, სულ მცირე, 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველ რიგში, ეს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.
„ჩვენი შავი ზღვის სანაპირო არის კარიბჭე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. ამ მიმართულებით დღეს სამი დიდი პროექტი მიმდინარეობს. ესაა ფოთის პორტის გაფართოება,...
ქუთაისის მერია საზოგადოებას ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მესამე ეტაპის საჯარო განხილვაზე იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის საჯარო განხილვა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წლის 14 ივლისს, დღის 12:00 საათიდან გაიმართება.
„გიწვევთ ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მესამე ეტაპის საჯარო განხილვაზე!
ქალაქ ქუთაისის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება...
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სესხის თანადაფინანსებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემით და გრანტით წავახალისებთ აგროტურიზმს და ეკოტურიზმს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ეს იქნება კომპლექსური დახმარება ფერმერისთვის, რომელსაც აქვს თუნდაც მცირე ფერმერული მეურნეობა და გადაწყვეტს, რომ მცირე სასტუმრო, რესტორანი, კაფე ან სხვა ტურისტული ობიექტი განავითაროს პარალელურად.
„ახლა, პოსტპანდემიურ პერიოდში ღია სივრცეში ტურისტული პროდუქტები...
რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რუსთავის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.
„ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი...
ახალციხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს ასოციაცია ტოლერანტი გაუწევს. ცირა მესხიშვილის თქმით, პროექტში ჩაერთვებიან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის, ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. ამის შესახებ toktv.ge წერს.
ახალციხეში ამ დროისთვის ორი ე.წ. უკანონო ნაგავსაყრელია, რომელიც ამ დრომდე აქტიურია და მოსახლეობა ნაგავს იქ ყრის. ამასთან დაბინძურების პრობლემა მუნიციპალიტეტში აქტუალურია, დაბინძურებულია ქუჩები, მდინარეები და ღელეები, რომლებსაც ადგილობრივები ნაგავსაყრელად იყენებენ.
სწორედ აღნიშნული პრობლლემების მოგვარებისთვის სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა...
პრემიერმინისტრის დავალებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა, მათ შორის, განსაკუთრებით, 2020 წლის კრიზისის დროს, როცა გაკოტრებას გადაარჩინა ბევრი საწარმო, ხოლო სამუშაო ადგილის დაკარგვას - ათასობით ადამიანი, განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას და კვლავ იქნება სწრაფი განვითარების ამოცანებზე ორიენტირებული, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ბიოლში“ გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.
მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი სიახლე იქნება ექსპორტზე...
"მთაში რომ ავიყვანო პირუტყვი ორ ცხვარს მთხოვენ," — ფერმერი მაჰმუდ აბალაშკარევა ამბობს, რომ ასპინძაში, სოფელ ტოლოში მთაში ცხვრის გაყვანის საშუალებას არ აძლევენ და ამისთვის ცხვარს თხოვენ.
მისი თქმით, მან უკვე მისცა ადგილობრივებს ორი ცხვარი და 50 ლარი, თუმცა, ისინი კიდევ ორ ცხვარს ითხოვენ. იგი ამჟამად სოფელ ტოლოშში იმყოფება. ამის შესახებ toktv.ge წერს.
"მთაში რომ ავედი გზაში დამხვდნენ და ორი ცხვარი და...
ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ამ პირობებში ისევ მუშაობა, გართობა და ნებისმიერი აქტივობა - პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაციაა.
„პირბადის გამოყენება არის ინდივიდუალური დაცვის საშუალება და ინდივიდუალურ დონეზე ყველაზე მეტი პასუხისგებლობა თავად...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე 100 ათასი ჯავშანია გახსნილი აცრის მსურველი ადამიანებისთვის.
მისივე განმარტებით, 160 დაწესებულებაა ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად და ცხელი ხაზის საშუალებით, აცრის მსურველებს, ასევე, შეუძლიათ მიაკითხონ ამცრელ დაწესებულებებს და იქ მიიღონ დახმარება რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
„გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანამ მიიღო...
8 ივლისიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,4%-ით ზრდას.
„დეფიციტი შემცირდება 7,6%-დან...
პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარედგინა. ბიუროს სხდომაზე დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცესი 8 ივლისიდან დაიწყება, ხოლო 15 ივლისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას გამართავს.
23 ივლისს ბიუჯეტში ცვლილებები, რიგგარეშე სხდომაზე, დასამტკიცებლად გავა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის...
ვენახების საკადასტრო ამონაწერი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მევენახე ფერმერმა მიიღო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე,ვენახების საკადასტრო ამონაწერი გაცემულია 21 ათასფერმერზე, აქედან 6 ათასი, კი მიმდინარე წელს.
„2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.
ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება...
აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული ექსპედიცია იწყება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციების შესწავლას, კულინარიულ გზამკვლევში თავმოყრასა და პოპულარიზაციას გეგმავს.
მათი ინფორმაციით, გზამკვლევში აჭარული სამზარეულოს ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძებიც მოხვდება.
„კულინარიული ექსპედიციისას მუნიციპალიტეტებში არსებული ყველის სახეობების, მათი მომზადების ტექნოლოგიების, ტრადიციების შესწავლა და აღწერაც იგეგმება. კულინარიული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































