სოფელ გურჯაანში, ჭანდარსა და ძირკოკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 60 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
სახალხო კრებების მეშვეობით, მოსახლეობამ სოფელ გურჯაანსა და ძირკოკში სკვერის მოწყობა მოითხოვა, ჭანდარში კი ამბულატორიის შენობაში სველი წერტილების გაკეთება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო სამუშაოების შედგენა უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე კომპანიებს ხელშეკრულებები უფორმდებათ. სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად დაიწყება.