8 ივლისიდან საპარლამენტო კომიტეტები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

299

8 ივლისიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,4%-ით ზრდას.

„დეფიციტი შემცირდება 7,6%-დან 6,9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54,6%-მდე ანუ 5,4%-ით. ასიგნებები იზრდება 1 114 000 ლარით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე.