„საზაფხულო ბანაკი 2021“ სოფელ ბიისში გაიხსნა, სადაც 400 ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით დაისვენებს. ბიისში ახალგაზრდების (50 ახალგაზრდა) პირველი ნაკადი დღეს გაემგზავრა. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერია პროექტს 36 800 ლარით აფინანსებს. 14-დან 29 წლამდე მოზარდებს ბანაკი რვა ეტაპად უმასპინძლებს.
ბანაკის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. მოეწყობა ასევე ლაშქრობები, ჩატარდება სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
„საზაფხულო...
აჭარის უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს რიგით მე-15 სხდომაზე მიიღეს. ორივე საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარუდგინა.
„ბიურომ ასევე...
წინასასამართლო სხდომა ბათუმი რივიერას საქმეზე. პროცესზე გენერალური განაშენიანების გეგმის კანონიერების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბათუმის კონცხზე ხუთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გეგმის დამტკიცება ორგანიზაცია „ბათომმა“ და სამოქალაქო აქტივისტებმა გაასაჩივრეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეში ექსპერტების მოწვევა მოხდება და პროცესში ბათუმის მერია შპს „რივიერასთან“ ერთად ჩაერთვება.
თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ მერიის მიერ შეძენილი 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვა დათქმულ ვადებში 1 ივლისამდე შეძლო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BM.GE დაინტერესდა, საიდან გაუჩნდა „თბილისის მიკროავტობუსს“ ავტობუსების გამოსასყიდი ფინანსური რესურსი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ მიკროავტობუსების შეძენა კომპანიის უსახსრობის გამო მუნიციპალიტეტის მერიას თავად მოუწია. ამ კითხვაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ კომპანიამ სასესხო დაფინანსების...
12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2021 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად, ერთიანი...
გურჯაანის შემოვლითი გზა, რომელიც დღეს გავხსენით, სხვა ფაქტორებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია საგზაო უსაფრთხოების და ეკოლოგიის თვალსაზრისით, რადგან აქამდე, ქალაქს სატრანზიტო მოძრაობა ტვირთავდა, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ კუთხით ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ კახეთის რეგიონში. გამორჩეული პროექტია კახეთის ავტომაგისტრალი, 85 კმ-იანი თბილისი-ბაკურციხის გზა, საიდანაც 35...
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტური მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით მარნეულში „მოსიარულე მუზეუმი“ გაიხსნება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„მოსიარულე მუზეუმის“ გახსნას „სოლიდარობის მუზეუმი“ გეგმავს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სოლიდარობის მუზეუმის“ ხელმძღვანელმა ელნურ ალისოიმ განაცხადა, რომ „მოსიარულე მუზეუმის“ ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოეწყობა ექსპოზიცია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეების კულტურას გამოხატავს.
„იქ იქნება ტრადიციული ბორჩალოური ხალიჩები, ასევე იქნება 1918-21 წლებში, საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდის დროს, ქართულ პოლიტიკაში...
გორის მუნიციპალიტეტს 4 თვეში 26 960 ტურისტი ესტუმრა. ინფორმაციას ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით მუნიციპალიტეტს მარტის თვეში -1654, აპრილში – 4079, მაისში – 9557, ინვისში – 11670 ვიზიტორი და ტურისტი ეწვია.
სააგენტოს მონაცემებით ვიზიტორებიდან 18 590 უცხოელია.
გორში, კვერნაკის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი სრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში ექნებათ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, 800 მეტრამდე მაგისტრალური მილი მოეწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარის რეაბილიტაცია და მოსახლეობის გამრიცხველიანება.
როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, არსებული მილები მოძველებულია და მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით, გრაფიკით მიეწოდება.
“კვერნაკის დასახლება ქალაქის ერთადერთი...
წინა სტატია
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი ოფისი ზუგდიდში გახსნა. ყოფილი პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ამ მოვლენას ემოციური დატვირთვის გარდა, პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ზუგდიდელს ჰქონდეს სრული რწმუნება, რომ პარტია "საქართველოსთვის" გააკეთებს ყველაფერს, რომ ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი საქართველოში. იყოს საუკეთესო მაგალითი ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და ზუგდიდის ეს დატვირთვა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი...
პირველი ოფისი სამეგრელოში, ზუგდიდში გავხსენით. ამას ჩვენთვის აქვს გარდა ყველაფრისა, პრაქტიკული და ძალიან ემოციური მნიშველობა, რადგან ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუგდიდის და სამეგრელოს განვითარებას, - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქალაქი ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. ამასთან, საუკეთესო მაგალითი და აფხაზებისთვის.
გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ეს დატვირთვა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი ქვეყნის ტერიტორიული...
16 ივლისიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ამერიკული ბრენდი Baskin Robbins დაიწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში Baskin Robbins Georgia-ს დამფუძნებელმა ნოდარ ყანჩაველმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მოაწერეს.
კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს, საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევა.
Baskin...
ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ავტობუსების განახლების პროგრამა უკვე დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურება. ასევე, დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა...
"11 ივლისს, მზიურის პარკში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მეორე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, მისი მთავარი თემა, სპორტი იქნება, რაც დიდ სახალხო დღესასწაულს ნიშნავს",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, წიგნის ფლიმარკეტზე ახალი და მეორეული წიგნები გაიყიდება. ასევე გაიყიდება წიგნის თემატიკის სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, სპორტული ინვენტარი, ფლიმარკეტზე ფანშოპით წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.
"როგორც იცით,...
ბაკურციხე- თელავი- ახმეტის 15 კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა.
ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის გზას თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან აკავშირებს. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, ქალაქ გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მოხვედრა აღარ მოუწევს. ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროსაც.
გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და...
დასვენება არაჯანსაღ გარემოში და მუდმივი დისკომფორტი ქალაქის სტუმრებისთვის. გიყვებით ისევ ქობულეთის მუნიციპალიტეტზე. მერიამ ბულვარის მოსაწყობად 7 მილიონი ლარი დახარჯა, რეკრეაციულ ზონაში კი ტრანსპორტი მოძრაობს. მანქანების გადაადგილება სახიფათოა ზღვისპირა პარკში მყოფთათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ვრცლად ამის შესახებ TV25-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნახავთ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































