წინასასამართლო სხდომა ბათუმი რივიერას საქმეზე. პროცესზე გენერალური განაშენიანების გეგმის კანონიერების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბათუმის კონცხზე ხუთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გეგმის დამტკიცება ორგანიზაცია „ბათომმა“ და სამოქალაქო აქტივისტებმა გაასაჩივრეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეში ექსპერტების მოწვევა მოხდება და პროცესში ბათუმის მერია შპს „რივიერასთან“ ერთად ჩაერთვება.