„საზაფხულო ბანაკი 2021“ სოფელ ბიისში გაიხსნა, სადაც 400 ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით დაისვენებს. ბიისში ახალგაზრდების (50 ახალგაზრდა) პირველი ნაკადი დღეს გაემგზავრა. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერია პროექტს 36 800 ლარით აფინანსებს. 14-დან 29 წლამდე მოზარდებს ბანაკი რვა ეტაპად უმასპინძლებს.
ბანაკის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. მოეწყობა ასევე ლაშქრობები, ჩატარდება სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
„საზაფხულო ბანაკი 2021“ ტანას ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა.
ბანაკში დასვენების მსურველბმა უნდა მიმართონ ასოციაცია „ტონთიოს“ მიმართი: ქ. გორი, გორიჯვრის ქუჩა #26; ტელ: 599 221 644;
შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ და სხვადასხვა პროექტებში ჩართულ აქტიურ ახალგაზრდებს.