ბათუმის გენგეგმის დოკუმენტს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ შეიმუშავებს. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ შესაბამის კონკურსში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა. როგორც „სითი ინსტიტუტის“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ bm.ge-ს განუცხადა, უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
„ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმ მეთოდოლოგიით, რომლის საფუძველზეც მოგვენიჭა გამარჯვება. ჯერ კვლევების ეტაპი გვექნება. არ გვინდა მასალების შეგროვების, ანალიზის გარეშე, ვისაუბროთ. დოკუმენტაციაში წარმოდგენილი გვაქვს ის დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც განვახორციელებთ ჩვენ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მერობის კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ და უახლოეს მომავალში დაიწყება მათი წარდგენა.
„ვისაუბრეთ ადგილობრივ არჩევნებზე, მათ შორის არჩევნების კუთხით საპარლამენტო უმრავლესობის გუნდის ჩართულობაზე, როგორც მაჟორიტარების, ისე საპარლამენტო სიით გასული დეპუტატები, რომ ჩაერთონ აქტიურად საარჩევნო კამპანიაში. უკვე მალევე, უახლოეს მომავალში დაიწყება კანდიდატების წარდგენა, მათ შორის მერობის...
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დააინიცირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმის შექმნას სახალხო ბიუჯეტირების სახით.
„სახალხო ბიუჯეტირება გულისხმობს მოსახლეობის თვითმმართველობის განხორციელებაში პირდაპირ და უშუალო მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული განსაზღვრული ოდენობის თანხის განკარგვას. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებული იქნება განსაზღვროს სახალხო ბიუჯეტირების განსახორციელებლად სპეციალური ოდენობის თანხა, რომელიც...
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია.
კერძოოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შეირჩნენ გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.
შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. იმ...
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 12 ივლისიდან ე.წ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეჩერდება, - „სპუტნიკ-აფხაზიას“ ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ე.წ. კულტურის მინისტრმა გუდისა აგრბამ ხელი უკვე მოაწერა.
დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს.
12 ივლისიდან მუშაობას შეაჩერებენ თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და ანსამბლები.
მანამდე, აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას...
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ნინოწმინდისა და წყაროსთავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის. დღეის მდგომარეობით, სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოქმედი ჭაბურღილები რეაბილიტაციას საჭიროებს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ინიციატივითა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია „სპექტრის“ მხარდაჭერით, 10 ივლისს საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში, საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ბიზნესფორუმი გაიმართება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმის განმავლობაში მიმოიხილება მუნიციპალიტეტში არსებული და დაგეგმილი ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებები.
,,მხარეთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ტურიზმის პოლიტიკის განვითარება ეკონომიკის გაძლიერების კუთხით. რადგან...
ბათუმში 5 სპორტულ მოედანს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით. მათივე ცნობით, წლის ბოლომდე, ასევე, 6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება.
მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლებერულავე-სანაჭყებიო-დობერაზენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგება 4,013 მეტრი ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე ეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, არხები, ცხაურები, მილები და ეზოებში შესასვლელები.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 165 589 ლარს შეადგენს.
კურზუში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი...
ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ძველ გერმანულ შენობას, რომელშიც წლების წინ სომხური სკოლა იყო განთავსებული, ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე გერმანული მხარის დაფინანსებით, შენობა გადაიხურა, საძირკველის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, ფასადი რეაბილიტირდა და შენობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა მოხდა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, დასკვნით ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, შენობის შიდა ინტერიერი...
ჯანდაცვის მნისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, "ფაიზერის" ვაქცინა, რომელსაც საქართველო ელოდება საკმარისი იქნება მხოლოდ ნახევარი მილიონი მოქლაქსითვის, ასე რომ მის მოლოდინში მოსახლეობა დროს ტყუილად კარგავს.
"სინოფარმზე მომართვიანობა არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო სინოფარმის პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ფაიზერს და ფაიზერის შემოტანას ელოდება ქვეყანაში. მათი მოლოდინი არის რეალისტური და...
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად რემონტდება სკოლის სასწავლო კორპუსი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ასევე, სკოლის ეზოში იგება ბილიკები და მონტაჟდება ღამის განათებები, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოეწყობა პარკინგი.
სამუშაოებს შპს „სამშენებლო ქართული ჯგუფი“ აწარმოებს.
„სარემონტო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხანგრძლივი „ლტოლვილობის“ შემდეგ, ახალ სასწავლო წელს, შევხვდებით სრულად რეაბილიტირებულ,...
ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერს არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.
აღნიშნულ საკითხზე საკრებულომ 7 ივლისს იმსჯელა.
ხვალიდან სპეციალისტები საირიგაციო სისტემების შესწავლას დაიწყებენ. ტექნიკურ სამუშაოებში როგორც ქართული მხარის, ისე დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.
ამ სამუშაოების შედეგად დაისახება კონკრეტული ღონისძიებები იმისთვის, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას სარწყავი წყალი უპრობლემოდ მიეწოდებოდეს. ამაზე შეთანხმებას მხარეებმა ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ტირიფონის სარწყავი არხით, რომლის სათავეც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, 30-ზე მეტი როგორც ქართული, ისე ოსური...
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ დაადასტურა, რომ 5 ივლისიდან ენგურის ხიდის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გალის მცხოვრებლებს ვაქცინაცია არა მხოლოდ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არამედ სურვილის შესაბამისად შეეძლებათ, წერს "აფსნიპრესი". ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
"აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის განცხადებით, საზღვარზე მოწყობილია სამედიცინო პუნქტი, სადაც გადაადგილებულებს აღრიცხავენ. რეჟიმი შემსუბუქებულია, რათა ხალხმა ვაქცინაცია შეძლოს, უკან დაბრუნებულებმა აუცილებლად უნდა შეიარონ სამედიცინო...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორამციით, ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში ყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს. არასამთავრობო ამბობს, რომ პარკი საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, თუმცა, ის ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრება გახდა.
ნინოწმინდის ცენტრში არსებული პარკი, რომელიც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა. საგულისხმოა, რომ 2,840 კვ.მ. მიწის მფლობელები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და იმ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































