ჯანდაცვის მნისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერის” ვაქცინა, რომელსაც საქართველო ელოდება საკმარისი იქნება მხოლოდ ნახევარი მილიონი მოქლაქსითვის, ასე რომ მის მოლოდინში მოსახლეობა დროს ტყუილად კარგავს.
“სინოფარმზე მომართვიანობა არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო სინოფარმის პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ფაიზერს და ფაიზერის შემოტანას ელოდება ქვეყანაში. მათი მოლოდინი არის რეალისტური და ეს მოლოდინის პროცესი მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ უკვე ფაიზერის ვაქცინის ფართო კამპანიაზე.
ფაიზერის გარანტირებული დოზები, რომელიც უკვე გვაქვს მობილიზებული, საკმარისია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის, არჩევანი გარკვეულწილად ლიმიტირებული იქნება და ჩვენ ძვირფას დროს ვკარგავთ ამ მოლოდინის პროცესში. სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის მაღალი ეფექტურობის ვაქცინები”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.