მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელს, 19 სოფელში გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად, ტენდერს გამოაცხადებს. სამუშაოების განხორციელებას კი 2022 წელს დაიწყებს. ინფორმაცია 9 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა თქვა, ბიუჯეტში ცვლილებები 2 აგვისტომდე უნდა ასახონ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„31 200 გათვალისწინებული არის შემმდეგი სოფლების გზების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის, რათა შეძენილი იქნას ამ...
წინა სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ოფრეთის კულტურის სახლს გამაგრებით სამუშაოებს აღარ ჩაუტარებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ოფრეთში არსებული კულტურის სახლის გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ პირველი ტენდერი 29 იავარს გამოაცხადა. მას შემდეგ კიდევ ორჯერ, თუმცა ყველა მათგანი უარყოფითი შედეგით დასრულდა. პროექტის ღირებულება 215 297 ლარს შეადგენს.
9 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სოფლეში არსებული კულტურის ცენტრი გამაგრებით სამუშაოებს აღარ ექვემდებარება. როგორც...
საფრთხეშია არა მხოლოდ შეჩერებული, არამედ მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მიზეზი ისაა, რომ დაკონტრაქტება მოხდა ძველი ფასებით და დღეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტი გაძვირებულია.
მისი თქმით, სექტორის პრობლემა დღეს ძირითადად, სამშენებლო მასალის მაღალი ფასია, რაც კურსის ცვლილების გარდა, პანდემიის დროს საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებამაც გამოიწვია.
„პანდემიის შემდეგ, ყველაზე აქტუალური ჩვენი სექტორისთვის,...
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე დავით დარბაიძე სამუშაო საათებში, სოციალურ ქსელში ჟურნალისტების შეურაცხყოფით არის დაკავებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ტრაგედია ის კი არ არის, ამ სიტყვებით რომ მომიხსენიებთ და მტრობთ. უბედურება ჩემთვის ის იქნებოდა, თქვენისთანა კაცმაცუნა მარიონეტებს კარგი რომ დასცდენოდათ ჩემზე….მეორე დღეა და 41 -ზე მეტი მოწონება რომ არ აქვს ამ თქვენს, ამ ,,მართალ”...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ covid-ხარჯების ანაზღაურების დაგვიანების ან გახანგრძლივების სერიოზული ფაქტები არ გვაქვს. ასე უპასუხა გაბუნიამ BM.GE-ს შესაბამის კითხვას.
საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის განვითარების 10-წლიანი პრეზენტაციის შემდეგ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა თქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის თანხების და კოვიდის საწოლფონდის ქირაობის თანხების ანაზღაურება დადგენილებით განსაზღვრული წესით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება კოვიდ-პაციენტებისთვის ჩატარებული შესაბამისი კვლევების ხარჯების ანაზღაურებას,...
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაზე იმსჯელა
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ინფიცირების შემთხვევების მატების დინამიკა. აღინიშნა, რომ ამ ფონზე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას, ტესტირების გაფართოებას დაა მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას, რათა ქვეყანა არ შევიდეს მეოთხე ტალღაში, რაც სიკვდილიანობის ზრდის საფრთხესაც შექმნის....
ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზიდან სამშენებლო კომპანია ,,ენსისმა'' ტექნიკა გაიყვანა და სამუშაოები შეაჩერა. გზის სამუშაოები რამდენიმე თვეა მიატოვეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე დღის შემდეგ გაგრძელდება. თუმცა, რატომ გაიყვანეს ტექნიკა, ამაზე ზუსტი პასუხი არ მიგვიღია.
პრესსამსახურის ცნობით, პროექტში ცვლილებები შედის.
"ადგილზე იყვნენ გეოლოგები და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რადგან პროექტიში შედის ცვლილებები, რამაც შეაფერხა მიწის სამუშაოები, რომლებიც...
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები კიდევ ერთხელ შეიცვალა და ჯამში 45 603 700 ლარი გახდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 9 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ვუგარ მამედოვმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები 2 აგვისტომდე უნდა ასახონ.
„მოგახსენებთ, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გაიზარდა 622 000 ლარით. მათ შორის, 85 000 ლარი...
საქართველოს საპატრიარქოსთვის დაფინანების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება, ამ მომენტისთვის დოკუმენტს ხელს 4 577 ადამიანი აწერს. პეტიციის ავტორები ითხოვენ სახელმწიფომ საპატრიარქოს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით დაფინანსება შეუწყვიტოს.
„2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ლექსო შაქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
ცნობილია რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით,...
პარლამენტის კომიტეტებში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა გრძელდება.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან იზრდება 7.7%-მდე. ასევე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3,8%-დან 7.5%-მდე.
2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული...
მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს, ვიდრე ახლა ტექნიკურად ხელისუფლების გადაყენების, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის გეგმას, დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.
ხვიჩია აცხადებს, რომ უნდობლობის პროცედურის დაწყება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ მის სისრულეში მოსაყვანად დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.
„კონსულტაციებში მონაწილეობას წინ არაფერი უდგას, ცხადია. მე დარწმუნებული ვარ, 50 ხელმოწერის...
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე 81 ხმით, ერთხმად მიიღეს „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ დადგენილება.
პარლამენტმა, 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიშს 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე მოუსმინა.
486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, განიხილება საკითხი ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების დამკვიდრების შესახებ, რაც შემოდგომისთვის ყველა პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტისა და მოსწავლეების ორჯერად აცრას გულისხმობს.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია.
„სამედიცინო უნივერსიტეტი გამოვიდა ძალიან სერიოზული მოწოდებით და მინდა მხარი დავუჭირო მათ...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს, ოქტომბრის ბოლომდე, ქვეყანაში, დაახლოებით, მილიონნახევარი „ფაიზერი“ იქნება.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, „ფაიზერის“ ადმინისტრირებისთვის ქვეყანა სერიოზულად ემზადება და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა აგვისტოში 300-მდე გაიზრდება.
„გიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერი“, თუმცა, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება, თარიღს ვერ გეტყვით. მალე იქნება „ფაიზერის“ გარკვეული დოზები. რაც მთავარია, ეს იქნება...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მთელი რიგი კვლევები მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების აზრით, ვაქცინის 2 დოზა საკმარისია.
„ჯერჯერობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ სჯობს, როცა იწყებ ერთი ვაქცინით პირველ ინექციას, მეორე ინექცია ანუ რევაქცინაცია გააკეთო იგივე ვაქცინით, თუ პირველ ინექციაზე არ იყო განსაკუთრებით ძლიერი გვერდითი რეაქცია, თუ იყო განსაკუთრებით გვერდითი...
განიხილება საკითხი ე.წ. მწვანე სერტიფიკატებთან დაკავშირებით და მეც გამოვედი ამ ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე, ან შეკრებაზე დაშვებული იყვნენ ადამიანები, ვინც ორჯერადად აცრილი იქნებიან, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, განიხილება ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების პრინციპი, რომ შემოდგომას უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































