ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზიდან სამშენებლო კომპანია ,,ენსისმა” ტექნიკა გაიყვანა და სამუშაოები შეაჩერა. გზის სამუშაოები რამდენიმე თვეა მიატოვეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე დღის შემდეგ გაგრძელდება. თუმცა, რატომ გაიყვანეს ტექნიკა, ამაზე ზუსტი პასუხი არ მიგვიღია.
პრესსამსახურის ცნობით, პროექტში ცვლილებები შედის.
“ადგილზე იყვნენ გეოლოგები და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რადგან პროექტიში შედის ცვლილებები, რამაც შეაფერხა მიწის სამუშაოები, რომლებიც გაგრძელდება რამდენიმე დღეში”, – განაცხადა დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
2020 წლის ზაფხულიდან დღემდე, 12 კმ-იანი მონაკვეთზე უნდა აღებულიყო დაზიანებული საფარი, გასწორებულიყო დიდი ზომის ორმოები. თუმცა, როგორც ფოტოზე ჩანს, ძველი საფარი ისევ ადგილზეა, ხოლო სამშენებლო ტექნიკაც გაყვანილია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსება და მისი ღირებულება 11 949 999 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “ენსისი” და მისი ქვეკონტარქტორი “ჯეოინვესტი” ახორციელებენ. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინათ.