ხვიჩია: მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს, ვიდრე ახლა ტექნიკურად ხელისუფლების გადაყენების

830

მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს, ვიდრე ახლა ტექნიკურად ხელისუფლების გადაყენების, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის გეგმას, დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.

ხვიჩია აცხადებს, რომ უნდობლობის პროცედურის დაწყება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ მის სისრულეში მოსაყვანად დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.

„კონსულტაციებში მონაწილეობას წინ არაფერი უდგას, ცხადია. მე დარწმუნებული ვარ, 50 ხელმოწერის მოგროვებაც არ არის პრობლემა. პრობლემა იწყება შემდეგ, როცა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტია საჭირო, ამის სისრულეში მოსაყვანად. ამ ნაწილში მაქვს კითხვები, თუ როგორ აპირებენ ამ ზღვარის გადალახვას ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები. ამის გადალახვა არჩევნებამდე, ჩემი აზრით, საკმაოდ რთულია. ამიტომ მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს, ვიდრე ახლა ტექნიკურად ხელისუფლების გადაყენების,”- განაცხადა ხვიჩიამ.