მარნეულის მერია წელს 19 სოფელში გზების პროექტირებაზე გამოაცხადებს ტენდერს, მომავალ წელს კი სამუშაოების შესრულებს გეგმავს

298

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელს, 19 სოფელში გზის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად, ტენდერს გამოაცხადებს. სამუშაოების განხორციელებას კი 2022 წელს დაიწყებს. ინფორმაცია 9 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა თქვა, ბიუჯეტში ცვლილებები 2 აგვისტომდე უნდა ასახონ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„31 200 გათვალისწინებული არის შემმდეგი სოფლების გზების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის, რათა შეძენილი იქნას ამ წელში. ეს სოფლებია ხოხმელი, თაზაქენდი(ალგეთი), ბაითალო ,ცოფი, ულაშლო, კაჩაგანი, კაპანახჩი, თამარისი, ბეგლიარი, შაუმიანი, ახლომახმუდლო, ენიქენდი, ოფრეთი, სეიდიგოჯალო, ქუთლიარი, ლეჟბადინი, ხანჯიგაზლო, ახკერპი, წითელი სოფელი“ – თქვა ვუგარ მამედოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე 45 603 700 ლარს შეადგენს

„მოგახსენებთ, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი გაიზარდა 622 000 ლარით. მათ შორის, 85 000 ლარი მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის, 15 000 ლარი სანებართვო მოსაკრებლები, 492 000 არის არაფინანსური აქტივების კლება, ანუ მუნიციპალიტეტის ბალანსზე და ტერიტორიაზე არსებული ქონებების გაყიდვიდან. რაც შეეხება შემცირებულ თანხებს, 350 000 ლარი მუნიციპალიტეტის მერიიდან ამოვიღეთ. ეს არის შპს „სუფთა მარნეულის“ და „სოფწყალის“ შენობებისათვის. 150 000 ამოვიღეთ ბიუჯეტიდან სამხედრო აეროდრომში გათვალისწინებული სპორტული მოედანის მოწყობიდან. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია განეკუთვება საიდუმლო ობიექტს და ჩვენ უფლება არ გვაქვს ტენდერის გამოცხადების. 280 000 ოფრეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ვინაიდან არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ეს თანხა ამოვიღეთ და იქ ახალ შენობას ავაშენებთ“ – თქვა 9 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე, ვუგარ მამედოვმა.

ვუგარ მამედოვის თქმით, თანხები დაამატეს სხვადასხა მიმართულებით, მათ შორის, 96 000 სკრებულოს ხარჯების ასანაზღაურებლად, 135 000 სოფწყალის სუფსიდიაზე, 25 000 ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს სუბსიდირებაზე, 400 000 ლარი მუნიციპალიტეტის სპოერტსკოლის დაფინანსებაზე. ამ თანხიდან კი 103 000 ლარი არის სოფელ თამარისში დასრულებული სპორტული დარბაზისთვის ინვენტარის შეძენაზე, 64 000 ლარი არის დამატებული კულტურის სახლზე. კონკრეტულად, ცეკვის ანსაბლის ტანსაცმელზე, 400 000 სოციალურ დახმარებებზე და ა.შ.