24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია დაძმობილების მემორანდუმი, რომელიც დღეს თბილისსა და ბაქოს შორის გაფორმდა. ჩვენს ქალაქებს შორის არსებობდა ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა. იმედი მაქვს, მემორანდუმი დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს,...
24-წლიანი პარტნიორული ურთიერთობების შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბაქოს მერმა ელდარ აზიზოვმა მოაწერეს. „ძალიან მნიშვნელოვანია დაძმობილების მემორანდუმი, რომელიც დღეს თბილისსა და ბაქოს შორის გაფორმდა. ჩვენს ქალაქებს შორის არსებობდა ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა. იმედი მაქვს, მემორანდუმი დიდ წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავებაში. შექმნის პირობებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო საინტერესო და...
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - აღნიშნული მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“. ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ. მედია უკვე მეოთხე დღეა ითხოვს ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების...
ისნის რაიონის გამგეობამ გიორგი ნადარეიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. საწყის ეტაპზე, კომპანია GჭP მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. სასმელი წყლის დაზიანებული მილი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლოებას, გაუქმდა, მის ადგილზე კი 130- და 250 მეტრის სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და ახალი განათების ბოძები...
სამგორის რაიონში, მესამე მასივში სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N21-23-25 კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 6 700 კვ. მ ფართობი მოეწყობა. სკვერში საბავშვო მოედანზე, სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება, ასევე, ფიტნეს ზონები, დასასვენებელი პავილიონი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები დამონტაჟდება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ტერიტორიაზე ველობილიკიც მოეწყობა. პროექტისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 665...
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წევრობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღებას იწყებს. მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მოთხოვნების დაცვით, 2021 წლის 23 ივლისის 20:00 საათამდე.
მესტიის მუნიციპალიტეტში, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების პრევენციისთვის, რკინა-ბეტონის არხი აშენდება, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე გასცა ნებართვა პროექტირების გამარტივებულ შესყიდვაზე. ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე, გაფორმდა ხელშეკრულება და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროცესი ტექნიკური დავალების შესასრულებლად. საპროექტო სამუშაოების ტექნიკური დავალება ითვალისწინებს 5 მეტრის სიგანის, 950-მეტრიანი რკინა-ბეტონის არხის მშენებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალური ღონისძიებების მიზნით. ხელშეკრულების გათვალისწინებული, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაო უნდა დასრულდეს...
კრწანისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გრიშაშვილის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ინფორმაციას კრწანისის გამგეობა ავრცელებს. მოსახლეობის უსაფრხოებისთვის აღნიშნულ მისამართზე პირველ ეტაპზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო რის შემდეგაც გზის საფარი მოწესრიგდა. რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 6000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით ჯამში 40 მისამართზე შეიცვალა.
გლდანის რაიონში, ექვსი თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 41 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა როგორც ქუჩებზე, ასევე, ჩიხებსა და შიდა ეზოებში. მათ შორის კაპიტალურად მოეწყო ავალიშვილის, წინამძღვრიშვილის, ლეო კერესელიძისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩები, ჯანჯღავას მეორე ჩიხი და გასასვლელი, გიორგიწმინდას დასახლებაში ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთი. ასევე, მუხიანი 2 -ში (მუხიანის აგარაკები) ზნაკვის ქუჩა, გურიის აღმართი...
გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პროექტები რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ UNDP-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენელთან ოთარ კონჯარიასთან  ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული, ასევე გაეცნო პროექტის ფარგლებში მარტვილის  კანიონთან განსახორციელებელ ახალ პროექტს, რომელიც კანიონის მიმდებარედ სავაჭრო პავილიონების მოწყობას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობისთვის ხორციელდება.  მარტვილში დასრულების ეტაპზეა აგრობაზრის მოწყობა. მსგავსი პროექტი ხორციელდება აბაშაში, სოფელ ქოლობანში, ცენტრალური გზის მიმდებარედ. გიორგი გუგუჩია მარტვილის შემდეგ  სენაკში, ნოქალაქევის კომპლექსის მახლობლად თოკების პარკის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო....
საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა პარლამენტს მიმართა. ინფორმააციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. კერძოდ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, დოკუმენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს. მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის...
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ახალი დირექტორი  ეყოლება. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მუზეუმს დავით ოყუჯავა უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ნიკოსეული სასახლის კურატორი იყო. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. „ჩემი კანდიდატურა განიხილება, გიდასტურებთ, თუმცა ბრძანება ჯერ არ მინახავს. დაგიდასტურებთ მაშინ, როცა ამ ბრძანებას ვნახავ“, - ამბობს ოყუჯავა. რაც შეეხება უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ლილი ბერაიას, მან ჩვენთან საუბარში თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით, მინისტრს...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სავარძელ-ეტლების საწარმო – „მოირგე“ გაიხსნა. საწარმოს გახსნას ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდნენ. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეტლების საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ 0 – 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს მოემსახურება. სავარძელ – ეტლები საქართველოში მზადდება და ინდივიდუალურად არის მორგებული ყველა საჭიროების მქონე პირზე. ა(ა)იპ „მოირგე“ ზესტაფონში 2018 წელს დაფუძნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა...
რეგიონილი ტელევიზიების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. 15:00 საათზე TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამოსვენების დროს მაუწყებლების ეკრანებზე წარწერა "#ლექSOSთვის" გამოჩნდა. პროტესტს შეუერთდნენ გურია, მეცხრე ტალღა, ოდიში, TOK TV, აგროგარემო, TV/25, მეცხრე არხი, თანამგზავრი, TV4, რიონი, ბორჯომიTV , იმერვიზია, გურჯაანი tv, მეგა TV, თრიალეთი და სხვა. 5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა დილიდან ძალადობრივი,...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. მისი უფლებადამცველის, თამარ თედლიაშვილის განმარტებით, გირაოს თანხა 20 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ამ ეტაპზე კახა ბურჯანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება. გირაოს თანხის გადახდა კი ორი კვირის ვადაში უნდა მოხდეს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 9 ივლისს დააკავეს. “ევროპული საქართველოს” წევრს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. პროკურატურა კი მის პატიმრობას ითხოვდა. “კახა ბურჯანაძე არის ხალხის...
გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, ბერბუკში, ჯარიაშენში, წითელუბანსა და ორმოცში მოსაცდელები მოეწყობა. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება. ამისთვის გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17 დან 20 ივლისამდე გაგრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კი 30 670 ლარია განსაზღვრული. ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტისთვის განხორციელებული პროექტების ღირებულება 1 მლნ 600 ათას ლარამდე იყო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ