ისნის რაიონის გამგეობამ გიორგი ნადარეიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. საწყის ეტაპზე, კომპანია GჭP მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. სასმელი წყლის დაზიანებული მილი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლოებას, გაუქმდა, მის ადგილზე კი 130- და 250 მეტრის სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო.
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და ახალი განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით. ასევე, 6630 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 847 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, გამგეობის და GჭP-ს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.