კრწანისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გრიშაშვილის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ინფორმაციას კრწანისის გამგეობა ავრცელებს.
მოსახლეობის უსაფრხოებისთვის აღნიშნულ მისამართზე პირველ ეტაპზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო რის შემდეგაც გზის საფარი მოწესრიგდა.
რაიონში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 6000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით ჯამში 40 მისამართზე შეიცვალა.