ქალაქ თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წევრობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღებას იწყებს

459

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წევრობის მსურველი კანდიდატების განაცხადების მიღებას იწყებს.

მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მოთხოვნების დაცვით, 2021 წლის 23 ივლისის 20:00 საათამდე.