გორის კულტურისა და დასვენების პარკი “ახალბაღი” დღეიდან, 15 ივლისიდან მოქალაქეებისთვის დაიკეტება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნულის მიზეზი, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა, რომელიც მერიის ინფორმაციით 1 წელი გაგრძელდება. სამუშაოებს შპს Award 8 950 000 ლარად ახორციელებს.
“პარკის ტერიტორია მოიცავს დიდ ფართობს – დაახლოებით 11,96 ჰექტარს. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცეები, ექსტრემალური მოედნები, ასევე მთელ ტერიტორიაზე...
თელავის მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული ობიექტები გუგლის რუკებზე განთავსდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც DMO Visit Kakheti თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ახორციელებს, გუგლის რუკებზე აიტვირთება თელავის რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძის ქუჩის ხედი, აეროპანორამები, 360 გრადუსიანი პანორამები. თელავის გაციფრულების პროექტში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფი იმუშავებს.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გუგლის სერტიფიცირებულ მწვრთნელს და...
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწისქვეშა სანიაღვრე არხების, ქვაფენილების, ტროტუარების მოწყობა, ლანდშაპტური გამწვანება, დეკორატიული ღობეების მშენებლობა და სხვა სახის დამატებითი სამუშაოები.
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1 320 000 ლარი შეადგინა.
"ქ. ამბროლაურში დასრულდა...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შესყიდული 1 350 000 დოზიდან ქვეყანამ გუშინ პირველი პარტია მიიღო და დარჩენილი დოზების მოწოდება ეტაპობრივად გაგრძელდება.
გაბუნიას თქმით, შესაბამისად, ვაქცინები ყველასთვის საკმარისი იქნება.
„ფაიზერის“ შემოსვლა გუშინ დაიწყო, შესყიდული მილიონ 350 დოზიდან პირველი შემოტანა გუშინ შედგა. დოზების მოწოდება მზარდი და ეტაპობრივი იქნება იმგვარად, რომ მოკლე ხანში უნდა მივიღოთ სრულად ჩვენი დოზები. მინდა, ძალიან...
წინა სტატია
შვეიცარიულ აგრარულ სკოლა "კავკასიაში“ სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
BM.GE აგრარული სკოლის ამოქმედების დეტალებით დაინტერესდა და სკოლის დირექტორს თინათინ მახარაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, რეგისტრაციის ვადა 12 ივლისიდან დაიწყო და დღეისთვის აგრარულ სკოლაში სწავლის დაწყების სურვილი ძალიან დიდია, ხოლო რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გაგრძელდება. შვეიცარიული აგრარული სკოლა მიმდინარე წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს და სასწავლო პროცესი...
2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. ყველზე მეტად, 600 მილიონი ლარით დაფინანსება ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს. შემდეგ მოდის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის ასიგნებები 177 მილიონი ლარით იზრდება.
„ჯანდაცვის სამინისტრო – მატება 600 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 6.1 მილიარდი ლარი. სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი თანხა – 600 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ემატება, რის შედეგადაც უწყების...
დღეს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის ინფორმაციით, სხდომა 12:00 სააათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე შემაჯამებელ კომიტეტზე 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტზე საკუთარ დასკვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენენ.
ცნობისთვის: მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს, რომელიც ისედაც რეკორდულად დიდი იყო და 18.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, დამატებით 1.1 მილიარდით ზრდის და ის 19.5 მილიარდ...
წინა სტატია
ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის თანამშრომელმა, რომელმაც ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ოთო კვალიაშვილი კულტურის ა(ა)იპში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. ის ჟურნალისტებთან მაშინ გამოჩნდა, როდესაც 13 ივლისს მედიის წარმომადგენლები "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას პატივსაცემად მდუმარე აქციას მართავდნენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
მედიის წარმომადგენლების განმარტებით, კვალიაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პროვოკატორები უწოდა და...
წინა სტატია
ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი შეწყდა. კომპანია “საქნახშირის“ ინფორმაციით, სამუშაო პროცესი სრულად აღდგა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მათივე თქმით, ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ.
"საწარმოს მუშაობა და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. შეხვერების პროტოკოლი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის", - წერია განცხადებაში.
მეშახტეთა ნაწილი 3 ივლისს გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ.
ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
შ პს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 1150 მეტრის სიგრძის წყალქვეშა კომუნიკაცია განთავსდა. მათივე ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 80-მდე ოჯახი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები გაიხსნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცენტრის პრეზენტაცია „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ მოეწყო.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მათივე ცნობით, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განივითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდავს გეგმავს.
როგორც მან იმედის ეთერში ისაუბრა, ამაზე ფიქრი უკვე დაიწყეს, რადგან, მისივე მტკიცებით, "გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას".
"ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გეგმავს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები და მიმდებარე ტერიტორია რუსეთს გადასცეს.
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში აფხაზეთში ყველაზე მასშტაბურ საკურორტო-სანატორიუმის ობიექტს ააშენებენ, ინვესტიციის მოცულობა კი, 10 მილიარდი რუსული რუბლი იქნება.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და კონტრაქტები მიმდინარე წლის ბოლოს გაფორმდება, ბიჭვინთაში მშენებლობა კი,...
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა დამნაშავე! - ამ მოთხოვნით პროტესტი ჟურნალისტებმა ბათუმში საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამოთქვეს.
ჟურნალისტებმა დეპუტატების წინ ლექსო ლაშქარვას ფოტოები გამოიტანეს.
მედიის წარმომადგენლების თქმით, 5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენელს სცემეს, რის გამოც ბრძანების გამცემი, წამახალისებელი და მოძალადე პირების დასჯას ითხოვენ.
ასევე აცხადებენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე ობიექტურად უნდა გამოიძიონ.
შეგახსენებთ, რომ იგივე ფორმით მედიამ პროტესტი თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაშიც გამოხატა. ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სიტყვა...
14 ივლისს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალზე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში. 2021 წლის ნაერთი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში 46 მლნ ლარამდეა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა.
„სოფელ ჯოჭოში, სადაც გასულ წელს...
თონის პური, პრასი, ღვინო და წვნიანი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ პერფორმანსი მოაწყვეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ გამართული ვახშამი გააპროტესტეს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, იმ დღეებში როდესაც ქართული საზოგადოება გარდაცვლილ ოპერატორს გლოვობს აჭარის მთავრობა ხალხის ბიუჯეტით ქეიფობს.
ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობამ გასვლითი სხდომა მოაწყო ხელვაჩაურის რაიონში, თუმცა აჭარის ტელევიზიისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































