თელავის ტურისტული და ინფრასტრუქტურული ობიექტები გუგლის რუკებზე განთავსდება

539

თელავის მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული ობიექტები გუგლის რუკებზე განთავსდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც DMO Visit Kakheti თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ახორციელებს, გუგლის რუკებზე აიტვირთება თელავის რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძის ქუჩის ხედი, აეროპანორამები, 360 გრადუსიანი პანორამები. თელავის გაციფრულების პროექტში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფი იმუშავებს.

აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გუგლის სერტიფიცირებულ მწვრთნელს და ციფრული მარკეტინგის ექსპერტს ნათია ჯინჯოლავას შეხვდნენ.